
09/30/2026
ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს. წმინდა მამები ამბობენ: ეშმაკს არ აქვს უფლება თავი ჯვრისა და ღვთისმშობლის სახით გამოისახოს. მან შეიძლება იესო ქრისტეს სახეც კი მიიღოს, ან რომელიმე სხვა ადამიანისა და გვაცდუნოს.
აი, ამიტომ ყოველ ადამიანს აუცილებლად გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი. ეს ჯვარი გადაგარჩენთ და მიგიყვანთ სასუფეველში.
დიდია ჯვრის ძალა, უძლეველია იგი! წმინდა ჯვრის ძალას ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანები.
ჯვრის ძალა შეგეწიოთ, დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან!
მამა ბასილ ფოსური - გორის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი და საბავშვო მწერალი პასუხობს შეკითხვას:
ნაკურთხი ჯვარი რომ დავკარგო, როგორ მოვიქცე?
მამა ბასილ ფოსური: ღვთისგან შენდომა უნდა ითხოვო, რომ იმ ჯვარს ვერ გაუფრთხილდი. შემდეგ ახალი ჯვარი უნდა შეიძინო, აკურთხებინო, გულზე გაიკეთო და იმაზე მეტად გაუფრთხილდე, ვიდრე წინა ჯვარს.
გააზიარე სტატია