საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის მამიდამ, ნინო დადიანიძემ ძმისშვილის გაუჩინარების საქმეზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
ნინო დადიანიძე ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობს, რასაც ძალიან განიცდის.
"ისეთი კომენტარებია, თითქოს ჩემს გურიკაზე ისინი უფრო ნერვიულობენ ვიდრე მე. თუ ვინმეს აქვს ამის გამოცდილება, ყველამ იცის, ძმისშვილი როგორი საყვარელია... შთაბეჭდილება მექმნება, რომ ძმისშვილი არ ჰყოლიათ ან თუ ჰყოლიათ ამაგი არ ჰქონიათ და არ ჰყვარებიათ.
მე არასოდეს არ მითქვია უარი არც ადვოკატთან და არც მოსამართლესთან შეხვედრაზე.
გაოცებული ვარ, რომ ამდენი ურწმუნო გაუნათლებელი ადამიანი მწამებს ცილს და მაბრალებს ათას საზიზღრობას - ეს მკვლელიო მეძახიან. დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს სანთელი უჭირავთ და ლოცულობენ და როგორ შეუძლიათ ასე დასწამონ ადამიანს ცილი," - ამბობს ნინო დადიანიძე.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გარკვევით ისმის სიტყვები - "არ მომატოვო გეხვეწები," - ნინო დადიანიძე ამბობს, რომ ეს მის ძმისშვილის ხმა არ არის.
"როგორ უნდა შემეშალოს ჩემი გაზრდილი ძმისშვილის ხმა? ეს ნამდვილად არ იყო გურამის ხმა," - ამბობს გაუჩინარებული ბიჭის მამიდა.
08/12/2026