Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ უნდა ვიაროთ ფეხით ისე, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

როგორ უნდა ვიაროთ ფეხით ისე, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თეორიულად ყველამ ვიცით, რომ ფეხით სიარული სასარგებლოა. მაინც რა სარგებელი მოაქვს მას?

სიარული ხელს უწყობს წონაში კლებას. ჰარვარდის მკვლევარები აკვირდებოდნენ სიმსუქნის ხელშემწყობ გენებს. დაადგინდეს, რომ კვლევაში მონაწილეთაგან, რომლებიც დღეში დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ფეხით დადიოდნენ, აღინიშნებოდა ამ გენების ცვლილება.

ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს - დადგენილია, რომ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს. ამერიკის კიბოს კვლევის საზოგადოების დასკვნა ასეთია: ქალებს, რომლებიც კვირაში შვიდი ან მეტი საათის განმავლობაში ფეხით დადიოდნენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი 14% -ით დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც კვირაში სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში დადიოდა.

ამსუბუქებს სახსრების ტკივილს - რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სიარული ამცირებს ართრიტთან დაკავშირებულ ტკივილს და კვირაში 8-10 კმ-მდე სიარულმა, შეიძლება ხელი შეუშალოს ართრიტის ფორმირებას. სიარული იცავს სახსრებს, განსაკუთრებით მუხლებსა და თეძოებს, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარეა ოსტეოართრიტის მიმართ.

აძლიერებს იმუნურ სისტემას - სიარული დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში განსაკუთრებით გრიპის სეზონის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც დღეში მინიმუმ 20 წუთი დადიოდა (კვირაში მინიმუმ 5 დღე) ავადმყოფობის განვითარების რისკი 43%-ით დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც კვირაში მხოლოდ ერთხელ ვარჯიშობდა. ავადმყოფობის შემთხვევაში კი აღინიშნებოდა მსუბუქი სიმპტომები და ხანმოკლე მიმდინარეობა.

ფეხით სიარული

თუნდაც 20 წუთიანი ფეხით სიარული სტრესს ებრძვის. დამქანცველი დღის ბოლოს სეირნობა კორტიზოლის დონეს საუკეთესოდ წევს დაბლა.

ფეხით სიარულის დროს არ უნდა ვიყუროთ ტელეფონში. ასე წელის მალებს დავიზიანებთ და შეიძლება მალების თიაქარი, კისრის მალების დაცურება გაჩნდეს. ამ დროს აუცილებლად დაქვეითდება ლიბიდო და დაბლა დაიწევს ტესტოსტერონი.

სიარული აახალგაზრდავებს. მაღლა წევს ტესტოსტერონის დონეს.

სიარულის დროს იოლად ვითვისებთ ჟანგბადს, ვიტამინები ქსოვილებში შედის.

როგორც მედიკოსები ამბობენ, სიარულის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიღალოთ. თუ დაიღალეთ, ესე იგი არასწორად დადიხართ. იარეთ სწორად, პირდაპირ და ხელების მოძრაობით...

სიარულში იხარჯება ადრენალინი. გაბრაზებული ხართ? გადით გარეთ, იარეთ, გამოუშვით, დაიცალეთ და უკან დახარჯული ადრენალინით დაბრუნდით.

ფეხით სიარული

ავტორი: ზმნა

05/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024