სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ნებისყოფა არ მყოფნის“ - ასე ვამბობთ, როცა კვების კონტროლი გიჭირს და ზედმეტ წონასთან ბრძოლას ვერ ვახერხებთ... თუმცა ის, რომ შიმშილის გრძნობას ვერ ვუმკლავდებით, მხოლოდ ჩვენი სისუსტე არ არის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ შიმშილი და დანაყრება ბევრად რთული პროცესია, ვიდრე მხოლოდ „მინდა“ ან „არ მინდა“. ორგანიზმი მუდმივად გვიგზავნის სიგნალებს იმის შესახებ,თუ როდის სჭირდება ენერგია, როდის არის დანაყრებული, როდის ითხოვს წყალს, დასვენებას ან ემოციურ დამშვიდებას. პრობლემა ხშირად ის არის, რომ ამ სიგნალების ერთმანეთისაგან გარჩევა გვიჭირს.
წონის კლების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის მკაცრი აკრძალვები არ არის. ზოგჯერ ყველაფერი იწყება საკუთარი სხეულის მოსმენით,იმის გარკვევით, თუ როდის გვშია ნამდვილად, როდის ვართ დანაყრებული და როდის ვეძებთ საჭმელში დასვენებასა და სიმშვიდეს...
კვების პროფესიონალი სპეციალისტი ნინო დეკანოსიძე განმარტავს როგორ ვაკონტროლოთ შიმშილი და დანაყრება და რატომ არ არის პრობლემა ნებისყოფაში...
"თუ გგონია, რომ „სუსტად გაქვს ნებისყოფა“ და ამიტომ ჭამ ზედმეტს —
დიდი ალბათობით, პრობლემა იქ საერთოდ არ არის.
შიმშილი და დანაყრება არის სიგნალები, რომლებიც უბრალოდ არასწორად მუშაობს.
აი რატომ გერევა ეს ყველაფერი:
1. ჭამ ძალიან სწრაფად
ტვინი დანაყრების სიგნალს აგვიანებს დაახლოებით 15–20 წუთით.
თუ სწრაფად ჭამ, უკვე ზედმეტს მიირთმევ სანამ „გაიგებს“, რომ საკმარისია.

2. საკვები არ გაძლევს დანაყრებას
თუ შენს კვებაში აკლია ცილადა ბოჭკო, მაშინ შიმშილი ძალიან მალე ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჭამე...
3. წყურვილს შიმშილად აღიქვამ
ხშირად ორგანიზმი უბრალოდ წყალს ითხოვს, მაგრამ შენ ამას შიმშილად აღიქვამ.
4. დიდი შუალედები გაქვს კვებებს შორის
ძალიან დიდი შიმშილი = უკონტროლო ჭამა.

5. ვერ არჩევ — გშია თუ უბრალოდ „რაღაც გინდა“
ხშირად ეს არის:
• დაღლილობა
• სტრესი
• ემოციური საჭიროება
შენ კი პასუხს საჭმელში ეძებ...
როგორია სიმართლე:
პრობლემა არ არის იმაში, რომ ბევრს ჭამ.
პრობლემა იმაშია, რომ სიგნალებს ვერ კითხულობ სწორად.ამიტომ:
ხან საერთოდ არ გშია,ხა ნ ძალიან გშია და ხანაც უბრალოდ „რაღაც გინდა.”
რა არის გამოსავალი?
ეს არ არის „ნაკლები ჭამა“.
ეს არის — სწორად ჭამა და სიგნალების აღდგენა.

როცა სწავლობ, თუ როდის გშია რეალურად, როდის ხარ დანაყრებული და რა გაძლევს კმაყოფილებას, კვება მარტივდება, ზედმეტი ჭამა მცირდება და წონა იწყებს ბუნებრივად კლებას
წონის დაკლება იწყება არა აკრძალვებით —არამედ საკუთარი სხეულის გაგებით," - ამბობს ნინო დეკანოსიძე.
05/04/2026