Logo

სასარგებლო რჩევები

როგორ ვაქციოთ აივანი დასასვენებელ სივრცედ? – „მიჰაუსის“ ექსპერტების რჩევები

როგორ ვაქციოთ აივანი დასასვენებელ სივრცედ? – „მიჰაუსის“ ექსპერტების რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სახლში ყველაზე სასიამოვნო ადგილი ხშირად სწორედ აივანი ხდება.
პატარა სივრცეც კი შეიძლება იქცეს იმ კუთხედ, სადაც დაღლილობას ყველაზე სწრაფად მოიხსნით - დილის ყავით, წიგნით, მუსიკით ან უბრალოდ რამდენიმე წუთიანი განმარტოვებით...
ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დიდი ტერასა ან ძვირადღირებული რემონტი. როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“ ექსპერტები გვირჩევენ, აივნის სწორად მოწყობისთვის, მთავარი სივრცის სწორად შეფასება, ფუნქციური ავეჯის შერჩევა და ისეთი დეტალების დამატებაა, რომლებიც აივანს უფრო მყუდროს, კომფორტულს და პრაქტიკულს გახდის.

პირველ რიგში  შეაფასეთ სივრცე

 აივნის მოწყობა, მისი ზომის  შეფასებით უნდა დაიწყოთ. პატარა აივანზე ბევრი ნივთის განთავსება სივრცეს გადატვირთავს და გადაადგილებას გაართულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ გადაწყვიტოთ, რა ფუნქცია ექნება აივანს და როგორ განლაგდება იქ დილის ყავის კუთხე, მცენარეების ადგილი, კითხვის ზონა თუ საღამოს დასასვენებელი სივრცე.

კომფორტი იწყება სწორად შერჩეული ავეჯით

თუ აივანი მცირე ზომისაა, პრაქტიკული არჩევანია მაგიდა 2 სკამით. ასეთი კომპლექტი დიდ ადგილს არ ითხოვს, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ დილა ყავით დაიწყოთ ან საღამოს მშვიდად ჩამოსხდეთ. ასეთი ადგილისთვის დასაკეცი მაგიდა და სკამები განსაკუთრებით მოსახერხებელია. ეს იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში სივრცე გაათავისუფლო.

აივანი

თუ აივანზე ადგილი საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ დაამატოთ საქანელა-სავარძელი. ის აივანს მაშინვე ანიჭებს დასვენების, სიმშვიდისა და ზაფხულის განწყობას. ასეთ სავარძელში კითხვა, მუსიკის მოსმენა ან უბრალოდ რამდენიმე წუთით მოდუნება, განსაკუთრებით სასიამოვნოა.

აივნისთვის კიდევ ერთი საინტერესო არჩევანია ჰამაკი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აივანი შედარებით ფართოა და ჰამაკის უსაფრთხოდ დამაგრების შესაძლებლობა გაქვთ.

აივანი

ჰამაკი სივრცეს არაფორმალურ, თავისუფალ და ძალიან კომფორტულ ხასიათს აძლევს. ის განსაკუთრებით უხდება აივანს, სადაც მთავარი მიზანი დასვენებაა და არა ბევრი ნივთის განთავსება.

არსებობს ოქროს წესი - ავეჯი აივნისთვის, მხოლოდ დიზაინით არ უნდა შეირჩეს. ის უნდა უძლებდეს მზეს, ტენიანობას და ტემპერატურის ცვლილებას. სწორედ ამიტომ, გარე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯის შერჩევისას, კომფორტლობასთან ერთად, ყურადღება უნდა მიაქციოთ, მასალას, გამძლეობას და მოვლის სიმარტივეს.

მცენარეები - აივნის ყველაზე ცოცხალი დეკორი

აივანი მცენარეების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. რამდენიმე ქოთნის ყვავილიც კი სივრცეს სრულიად ცვლის.  ამატებს ფერს, სიმსუბუქეს და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას.

ასეთი სივრცისთვის, კარგი გამოსავალია ყვავილების თარო, რომლის მრავალფეროვან არჩევანსაც „მიჰაუსი“ გთავაზობთ.

აივანი

ასეთი თაროები საშუალებას გაძლევთ რამდენიმე მცენარე ერთ სივრცეში მოათავსოთ ისე, რომ აივანი არ გადაიტვირთოს. ის ვერტიკალურ სივრცეს იყენებს და იატაკს თავისუფალს ტოვებს, რაც  განსაკუთრებით პრაქტიკულია პატარა აივნებისთვის.

ყვავილების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რამდენად მზიანია თქვენი აივანი. თუ მზე მთელი დღის უყურებს სივრცეს, შეარჩიეთ მცენარეები, რომლებიც სიცხეს კარგად უძლებენ. ჩრდილიანი აივნისთვის კი იმ ტიპის მცენარეები ჯობს, რომლებიც ნაკლებ სინათლესაც ეგუებიან.

ტექსტილი და განათება ატმოსფეროს ქმნის

 აივნის მყუდროება მხოლოდ ავეჯზე არ არის დამოკიდებული. ბალიშები, პატარა პლედი, რბილი დასაფენი ან დეკორატიული სანათი სივრცეს ბევრად უფრო მყუდროს ხდის.  მთავარია, აივანზე გამოყენებული ტექსტილი და დეკორი გარე სივრცისთვის იყოს შესაფერისი ან მარტივად ინახებოდეს, რათა წვიმამ და მტვერმა სწრაფად არ დააზიანოს.

აივანი

ნუ გადატვირთავთ სივრცეს

აივნის მოწყობისას ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ზედმეტი ნივთების დაგროვებაა. ბევრი დეკორი, დიდი ზომის ავეჯი და ერთმანეთთან შეუთავსებელი დეტალები, სივრცეს ამძიმებს. უმჯობესია აირჩიოთ რამდენიმე საჭირო და ხარისხიანი ნივთი, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ.

„მიჰაუსის“ ექსპერტების რეკომენდაციით,  პატარა აივნისთვის საკმარისი შეიძლება იყოს მაგიდა 2 სკამით, ყვავილების თარო და რამდენიმე დეკორატიული ბალიში. უფრო დიდ აივანზე კი შეგიძლიათ დაამატოთ საქანელა-სავარძელი ან ჰამაკი, პატარა თაროები, სანათები და მცენარეები.

დასასვენებელი სივრცე თქვენი ცხოვრების სტილს უნდა მოერგოს, თქვენს ყოველდღიურობას უნდა უპასუხოს.

თუ დილას ყავით იწყებთ, მთავარი კომფორტული მაგიდა და სკამებია. თუ კითხვა გიყვართ - რბილი სავარძელი და კარგი განათება. თუ მცენარეებზე ზრუნვა გსიამოვნებთ - ყვავილების თარო და მწვანე კუთხე. ხოლო თუ უბრალოდ დასვენება და განტვირთვა გინდათ, ჰამაკი ან საქანელა-სავარძელი აივანს პატარა საკურორტო ზონად აქცევს. მთავარია, აივანი არ დარჩეს მხოლოდ ნივთების შესანახ ადგილად. ცოტა ფანტაზია, სწორად შერჩეული გარე ავეჯი და რამდენიმე მყუდრო დეტალი საკმარისია იმისთვის, რომ სახლში კიდევ ერთი საყვარელი სივრცე გაგიჩნდეთ.

მიჰაუსი

„მიჰაუსში“ შეგიძლიათ შეარჩიოთ აივნის მოსაწყობად საჭირო ნივთები - გარე ავეჯი, ყვავილების თარო, მაგიდა 2 სკამით, საქანელა-სავარძელი, ჰამაკი და სხვა დეტალები, რომლებიც სივრცეს უფრო კომფორტულს, ლამაზს და ფუნქციურს გახდის.

ავტორი: ზმნა

06/03/2026

აივანიმიჰაუსიმოწყობარჩევებისივრცე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024