Logo

ჯანმრთელობა

როგორ ვებრძოლოთ კანის სიმშრალეს

როგორ ვებრძოლოთ  კანის სიმშრალეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზამთარი წელიწადის ის დროა, როცა კანის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ცივი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა განსაკუთრებულ პრობლემებს მშრალი კანის პატრონებს უქმნის.

კანის სიმშრალე

როგორ ამოვიცნოთ კანის სიმშრალე?
. კანი ფერმკრთალია

. სწრაფად იჭიმება

. აქვს ვიწრო ფორები

. თხელია, ზოგჯერ მის ქვეშ სისხლძარღვოვანი ქსელიც კი ჩანს

. იქერცლება

. ადვილად აღიზიანებს ქარი, სიცივე, ყინვა

. ადვილად ნაოჭდება

მიუხედავად იმისა, რომ მშრალი კანი ვიწრო ფორების დამსახურებით საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და მას აკნეც ნაკლებად ემუქრება, სიმშრალესთან ბრძოლა აუცილებელია, რადგან არასწორი და არასაკმარისი მოვლისას მშრალი კანი ადვილად ზიანდება, ავადდება და ადრე ბერდება.

კანის სიმშრალე

მშრალი კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს – მას ცხიმოვანი საფარი არ გააჩნია, ამიტომაც მარტივად ზიანდება და შრება.

გარეგანი სტრუქტურით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კანი სუფთაა. მიუხედავად ამისა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, მისი გაწმენდა და დატენიანება აუცილებელია.

კანის სიმშრალე

რამდენიმე მარტივი რჩევა მშრალი კანის მოვლისთვის:

. მშრალი კანი იშვიათად უნდა დაიბანოთ, ისიც ნელთბილი წყლით, რადგან ცხელი წყალი ლიპიდურ შრეს დააზიანებს.

. იბანეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ და მხოლოდ სპეციალური სახის დასაბანი საშუალებით.

. მშრალი კანი ადვილად კარგავს ელასტიკურობას და ჩნდება არასასურველი დაჭიმულობის შეგრძნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ტონერის შერჩევა, რომელიც აღადგენს ბუნებრივ მჟავა-ტუტოვან ბალანსს.

. საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ დამატენიანებელი საცხი. სასურველია ის ინტენსიურ დამატენიანებელ კომპონენტებს შეიცავდეს, როგორებიცაა მაგალითად ცხიმოვანი მჟავები, კერამიდები, ჰიალურონი...

. იმისთვის, რომ თქვენი კანის ბუნებრივი ტენიანობა ნაკლებად დაკარგოთ, სასურველი დაიტანოთ დამატენიანებელი საცხი ჯერ კიდევ ნამიან კანზე. ასე მკვეთრად გაზრდით მისი მოქმედების ეფექტურობას.

. კანის მოვლის სწორად შერჩეული პროდუქტები საკმარისი არ იქნება, თუ არ დაიცავთ წყლის ბალანსს ორგანიზმში. აუცილებლად მიიღეთ დღეში 2 ლიტრი წყალი.

. მშრალი კანისათვის მნიშნელოვანია სწორი კვება. ბეტა კაროტინის, თუთიისა და ბიოტინის, ასევე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმმჟავების შემცველი საკვები აძლიერებს კანის ლიპიდურ ბარიერს.

. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კანს არ მოსწონს ჭარბი მარილი, ყავა და ალკოჰოლი.

კანის სიმშრალე


და ბოლოს, თუ კანის სიმშრალე განსაკუთრებულ პრობლემას გიქმნით და მის დატენიანებას საკუთარი ძალისხმევით ვერ ახერხებთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს და სპეციალისტთან ერთად შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები და პროცედურები კანის დასახმარებლად.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

10/21/2025

თავის მოვლაკანის სიმშრალემშრალი კანისილამაზეჯანმრთელობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024