სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ბაზარი ქიმიური ჰიგიენური საშუალებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა დიასახლისებისათვის კვლავ რთულ გამოწვევად რჩება.
ლაქების მოსაშორებელი ქიმიკატები ზოგჯერ ეფექტურად უმკლავდებიან რთულ შემთხვევებს, ქსოვილს დაზიანების გარეშე ასუფთავებენ, ინარჩუნებენ ტექსტილის ხარისხსა და ფორმას, თუმცა არც თუ იშვიათად იძულებული ვხდებით ლაქების გამო დავემშვიდობოთ საყვარელ ნივთებს, ტანსაცმელს ან ავეჯს.

დიასახლისების უმრავლესობა, ლაქებთან ბრძოლას ტრადიციული, გამოცდილი მეთოდებით ამჯობინებს და ეფექტურად იყენებს ისეთ ნივთიერებებს როგორიცაა სოდა, მარილი, ძმარი, საპონი და ასე შემდეგ.
თქვენ თუ იცით, რომელი ნივთიერება რა ტიპის ლაქებთან ბრძოლაშია ეფექტური?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.
ბალახი

ბალახის მწვანე ლაქა ოდეკოლონით გაწმინდეთ. თუ ძველი ლაქაა, დაამუშავეთ ხსნარით - 30 მლ ოდეკოლონზე 10 მლ ნიშადურის სპირტი.
მცენარეული ზეთი

გაჟღინთეთ ლაქა კბილის პასტით და 2-3 საათით გააჩერეთ. შემდეგ ფხვნილი ჯაგრისით მოაშორეთ.
ყავა

ტანსაცმლიდან ყავის ლაქების მოშორებაში ძმარი ან სამედიცინო სპირტი დაგეხმარებათ.
შოკოლადი

მოამზადეთ მარილწყალი 1 სუფრის კოვზი მარილითა და 1 ლიტრი წყლით. ამ სითხეში დაალბეთ ქსოვილი და შემდეგ გარეცხეთ.
საღეჭი რეზინი

ნივთი საყინულეში გაყინეთ. მანამდე კევის მოშორება არ სცადოთ.
იოდი

იოდი შესანიშნავად იწმინდება ნიშადურის სპირტით.
სისხლი

სისხლის ლაქის მოსაშორებლად მხოლოდ ცივი წყალი და სარეცხის საპონი გამოიყენეთ.
თმის საღებავი

მის ამოსაყვანად წყალბადის ზეჟანგს იგივე რაოდენობის ნიშადური დაასხით. ლაქა ჩვრით ან ღრუბლით გაწმინდეთ.
ოფლი

ოფლის ლაქა ბამბის ქსოვილიდან ღვინის ძმარს, შალის ქსოვილიდან კი - სპირტის ხსნარს ამოჰყავს. 1 სუფრის კოვზი ძმარი ან სპირტი 1 ჭიქა წყალში უნდა გახსნათ.
წითელი ღვინო

წითელი ღვინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პოპულარულია მარილის გამოყენების ხერხი. მარილს ვაყრით დალაქავებულ ადგილზე და ვაჩერებთ 15-20 წუთის განმავლობაში. კრისტალები აქტიურად შთანთქავენ ტენიანობას და არ აძლევენ ღვინოს ღრმად გაჟღენთის საშუალებას.
მელანი

მელნის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ საკვები სოდა. გახსენით სოდა წყალში და წაუსვით ლაქაზე ბამბის საშუალებით.
11/04/2025