Logo

ჯანმრთელობა

როგორ ვებრძოლოთ უძილობას?!

როგორ ვებრძოლოთ უძილობას?!

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გაწუხებთ უძილობა? გიჭირთ ღამით ჩაძინება ან ე.წ. ძილის შებრუნება?

ან იქნებ თქვენი ძილი არასაკმარისად ღრმაა და ღამის განმავლობაში ხშირად გეღვიძებათ?

თუ ასეა, თქვენ მარტო არ ხართ.
მეცნიერების მტკიცებით, კოვიდ პანდემიის შემდეგ უძილობით შეწუხებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და დღეისათვის ძილის დარღვევის სხვადასხვა ტიპებით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 40-45 % იტანჯება.

უძილობა

ხანმოკლე უძილობის შემთხვევა ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში უძილობა ძირითადად სტრესს ან რაიმე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ შემთხვევას ახლავს და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

გაცილებით რთულია, როცა უძილობა ქრონიკული ხდება. ქრონიკული უძილობა ქრონიკული ხდება პროცესი, როცა უძილობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, რაც ხშირად სხვადასხვა სამედიცინო, ფსიქოლოგიურ ან ცხოვრების წესთან დაკავშირებულ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

უძილობის გამომწვევი მიზეზები:

. სტრესი ან შფოთვა.

. დეპრესია და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

. არასათანადო ძილის რეჟიმი ან გარემო (მოწევა, კოფეინის ან ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება).

. სამედიცინო პირობები (ქრონიკული ტკივილი, ასთმა და სხვა)

. მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილზე.
. ცუდი ჩვევები, როგორიცაა ძილის წინ ზედმეტი აქტიურობა, ვიდეო თამაშები, კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენება

უძილობა

არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ უძილობის დაძლევაში

. ძილის რეჟიმის გაუმჯობესება - ერთსა და იმავე დროს დაწოლა დასაძინებლად
. ძილისთვის შესაბამისი გარემო - განიავებული ოთახი, სიჩუმე და კომფორტული ტემპერატურა.

. განტვირთვის ტექნიკა - მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები ან იოგა. კოფეინის და ალკოჰოლის შეზღუდვა - განსაკუთრებით საღამოს საათებში, რადგან ისინი ხელს უშლიან დამშვიდებას.

. ფიზიკური აქტივობა: - რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას, თუმცა ვარჯიში სასურველია დღის განმავლობაში და არა ძილის წინ.

გარდა იმისა, რომ უძილობა უსიამოვნოა და ადამიანების განწყობაზე უარყოფითად აისახება, მას საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის უძილობამ შესაძლოა დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების გამძაფრება, ასევე მაღალი წნევა და გულსისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს.

უძილობა


უძილობა სერიოზული პრობლემაა. თუ ეს პრობლემა ხანგრძლივი გახდა და მისი შედეგები თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, მეგობრების რჩევების გათვალისწინება და საძილე საშუალებების მიღება გამოსავალი არ არის. საჭიროა, მიმართოთ ნევროლოგს. გამოიკვლიოთ უძილობის მიზეზი და მოძებნოთ მისი დაძლევის ყველაზე სწორი გზები.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

10/18/2025

ინსომნიაუძილობაჯანმრთელობა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024