Logo

საზოგადოება

როგორ ვიქცევით, თუ სადმე ძაღლების დამჭერ ეკიპაჟს წავაწყდებით? - ცხოველთა დამცველები ინსტრუქციებს ავრცელებენ

როგორ ვიქცევით, თუ სადმე ძაღლების დამჭერ ეკიპაჟს წავაწყდებით? - ცხოველთა დამცველები ინსტრუქციებს ავრცელებენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თქვენ უკვე იცით, რომ შესაბამის სამსახურებს ქუჩებიდან აჰყავთ მიუსაფარი ძაღლები და გადაჰყავთ ჯერ თავშესაფარში, ხოლო შემდეგ, თუ პატრონი არ გამოუჩნდება, მათ აძინებენ. ორიოდ დღის წინ, ზუგდიდიდან გავრცელებულ კადრებს (ძაღლები გალიაში), საზოგადოება მძაფრი რეაქციით შეხვდა. როგორც დაიწერა, 65 ძაღლი ქუთაისის ძაღლების თაშესაფარში გადაიყვანეს. ცხოველთა მოყვარულები ადგენენ პეტიციებს, ავრცელებენ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა კანონს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს. ცხოველთა მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ამგვარი არაჰუმანური მეთოდებით (გალიაში უამრავი ძაღლი ერთად) მიუსაფარი ცხოველებისგან ქუჩების გაწმენდა, ყოვლად მიუღებელი და სადისტურია.

სალომე კვარაცხელია:

Petright fighters, აბა, როგორ ხართ?
ხომ გამოიძინეთ? ხომ სხვანაირად დალაგებულია ახლა მოცემულობა?

რას ვაკეთებთ:
1. აქტიურად ვაზიარებთ ყველა მომხდარ ამბავს
2. ვთაგავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს და ვუსვამთ კითხვებს. კითხვების ვარიანტებს კომენტარებში დავწერ, მარტივად დასაკოპირებლად.
3. თუ სადმე დამჭერ ეკიპაჟს წავაწყდებით: ეგრევე ვრთავთ ლაივს ან ვიდეოს ვწერთ და ვსვამთ კითხვებს: რა ორგანიზაცია ხართ? რატომ იჭერთ არაჰუმანურად? იცით, რომ ეგ კანონსაწინააღმდეგოა? სად მიგყავთ? რატომ გადაგყავთ? რამდენი ხნით გადაგყავთ? ოქმს ადგენთ? თუ არ ადგენთ, იცით, რომ კანონს არღვევთ? ოქმს გადაუღეთ - თუ შეადგენენ.
და ბევრჯერ ჰკითხეთ:
სად დააბრუნებთ?
სად დააბრუნებთ?
სად დააბრუნებთ?
ეკიპაჟის ნომერი და ეკიპაჟის წევრები სახეზე დააფიქსირეთ აუცილებლად და სახელის და გვარი ჰკითხეთ - საჯარო სამსახურია, უნდა გითხრათ. თუ არ გეტყვიან, არ იჯიკაოთ, მთავარია, გადაიღოთ ეს ყველაფერი, რომ ფაქტები გვქონდეს.
4. იძახებთ პატრულს და ადგენინებთ დარღვევის ოქმს.
დარღვევის საფუძველია - კანონის არასათანადო აღსრულება ბინადარ ცხოველთა შესახებ მიიღეს 2 ივლისს 2025 წელს.
5. მასალას ავრცელებთ სოცმედიაში ყველგან
6. სარჩელს წერთ სესის სახელზე - ამის შაბლონს მალე გავამზადებთ და მარტივი იქნება მერე გაკეთება

ასევე: მზადდება უკვე განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი და ამის მარტივ გაიდლაინსაც დავდებთ, რომ ბევრმა დავბომბოთ და ყველას მივაწვდინოთ ხმა, როგორ ირღვევა მიუსაფრების უფლებებიც კი ამ ზელეგიტიმურ ქვეყანაში

შაბათს, 4 აპრილს 15:00-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით.

პ.ს. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ! ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ყველას გადარჩენას შევძლებთ, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ სხვების გადარჩენას და რაც მთავარია, ამ უსამართლობას არ დავტოვებთ დაუსჯელად.

ძაღლები

ავტორი: ზმნა

03/31/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024