Logo

როგორ ვიცხოვროთ ხანგრძლივად და ბედნიერად?

როგორ ვიცხოვროთ ხანგრძლივად და ბედნიერად?

10/14/2026

ტექსტის ზომა

ადამიანის ერთ-ერთი მარადიული მისწრაფება ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების ფორმულის პოვნაა. რა განაპირობებს რეალურად იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, სირთულეების მიუხედავად ინარჩუნებს?

ფსიქოლოგმა ლალი ბადრიძემ პოდკასტში „ყველაფერი ესთეტიკაზე“, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, 75-წლიანი კვლევა გაიხსენა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

"ჩატარდა ასეთი კვლევა... მსოფლიოში ყველაზე დიდი, მრავალწლიანი ფსიქოლოგიური კვლევა იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტში, 75-წლის განმავლობაში იკვლევდნენ, თუ რაშია ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო.

აიყვანეს ახალგაზრდები, 17-18 წლის 800-მდე ახალგაზრდა... და ამ ადამიანებს აკვირდებოდნენ 75 წლის მანძილზე. ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა კვლევები.

როდესაც ამ დასაკვირვებელ ჯგუფში აიყვანეს, ამ ადამიანებს საერთო მხოლოდ ის ჰქონდათ, რომ ჯანმრთელები იყვნენ. დანარჩენი, სოციალური მდგომარეობა, ეროვნება, რასა, ფინანსური მდგომარეობა - ამ ნიშნების მიხედვით აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იყო.

კვლევა დამთავრდა, როდესაც ეს ადამიანები იყვნენ უკვე 93-94 წლებისები... და რა აჩვენა დაკვირვებამ? გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის ადამიანები.

1. ადამიანები, რომლებიც რთულ საქმეს ან რთულ დაავადებას უყურებდნენ მსუბუქად. თუნდაც ონკოლოგიურ დაავადებას უყურებდნენ მსუბუქად, რომ არა უშავს, ვიმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება, გაივლის... ასევე ცხოვრებისეული სირთულეებს ხვდებოდნენ განწყობით, რომ ესეც გაივლის...

2. ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ საყვარელი ადამიანი, ჰყავდათ ზრუნვის ობიექტი, უყვარდათ ვიღაც.

3. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულები. რომლებიც მუდმივად ვითარდებოდნენ. მნიშვნელობა არა აქვს, რა სფეროში... სხვადასხვა პროფესიაში, სხვადასხვა საქმიანობაში...

4. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ საკუთარი ფსიქოლოგი, უფრო სწორად ფსიქოთერაპევტი.

ყველაზე მთავარი რა იყო, იცით? ყველაზე მთავარი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოს ყველაზე მთავარი მომენტი აბა, რა არის თქვენი აზრით? აღმოჩნდა, რომ ეს არის ურთიერთობები... სითბო, სიყვარული, ურთიერთობა - ის, რაც ასე გვაკლია,“ - ამბობს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026