Logo

როგორ ვმართოთ ტკივილი? - ტკივილის მართვის ფსიქოლოგიური ფორმულა მარინა კაჭარავასგან

როგორ ვმართოთ ტკივილი? - ტკივილის მართვის ფსიქოლოგიური ფორმულა მარინა კაჭარავასგან

05/21/2026

ტექსტის ზომა

ეპოქაში, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ დისკომფორტს, მომენტალურად სამედიცინო საშუალებებით ვპასუხობთ, სულ უფრო მეტად ვშორდებით საკუთარ სხეულს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ხელთ არანაირი მედიკამენტი არ გვაქვს?

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ, სალომე კასრაძის პოდკასტში, უნიკალურ გამოცდილებასა და მარტივ, თუმცა ეფექტურ ფსიქოლოგიურ ტექნიკაზე ისაუბრა, რომელიც ტკივილის შემცირებაში, ან მის სრულ გაქრობაში დაგვეხმარება.

„მე პირადად, თავი თუ ძალიან ამტკივდა, იმ წუთას მივდივარ და წამალს ვსვამ, ასე მირჩევნია. მაგრამ ყოფილა განსხვავებული შემთხვევა. ერთხელ მახსოვს, თვითმფრინავით მივფრინავდი და არანაირი წამალი არ მქონდა თან, არც მოვითხოვე...

და მაშინ კეთილი ვინებე და შევედი ჩემს ტკივილში, მოვუსმინე მას და ემოციური ვენტილაციით ეს ტკივილი გამოვიტანე...თანაც მალე, ძალიან მალე, ალბათ იმავე დროში, რა დროშიც წამალი მოქმედებდა.

ემოციური ვენტილაცია ეს არის ტკივილის მართვა. როცა ტკივილთან შედიხარ კონტაქტში, აკვირდები ლოკაციას, სად არის ეს ტკივილი, რა ინტენსივობის არის... სუნთქვით ჰაერი შეგყავს იქ, იმ ლოკაციაში აჩერებ და მერე ამას უკან გამოგაქვს შენი ტკივილი. ნელ-ნელა ტკივილი მცირდება, იბინდება, იბლარება და ბოლოს ქრება საერთოდ.

ამას სჭირდება, რომ რამდენიმე წუთით, ადამიანი იყოს თვითეკოლოგიური და თავის თავზე ორიენტირებული," - ამბობს მარინა კაჭარავა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მარინა კაჭარავატკივილიტკივილის მართვაფსიქოლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026