Logo

კულტურა

როგორი იქნება Met Gala 2026-ის ოფიციალური დრესკოდი?

როგორი იქნება Met Gala 2026-ის ოფიციალური დრესკოდი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


მსოფლიო მოდის სამყარო 2026 წლის 4 მაისის მოლოდინშია.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა კოსტიუმების ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე ამბიციური გამოფენის გეგმა წარადგინა.

მეტ გალა

გამოფენა აქცენტს ორ განსხვავებულ, თუმცა მჭიდროდ გადაჯაჭვულ სფეროს – ხელოვნებასა და მოდას შორის არსებულ კავშირზე გააკეთებს. კურატორ ენდრიუ ბოლტონის ჩანაფიქრით, მნახველი იხილავს სამოსს არა როგორც ცალკეული ინდუსტრიის პროდუქტს, არამედ როგორც ხელოვნების ისტორიის განუყოფელ ნაწილს.

ცნობილია წვეულების ოფიციალური დრესკოდი „Fashion Is Art“. ეს მითითება სტუმრებისთვის გზავნილია, რომ წითელ ხალიჩას ისე მიუდგნენ, როგორც ცოცხალ ტილოს.

მეტ გალა

წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აქცენტი კონკრეტულ დიზაინერებსა თუ ეპოქებზე კეთდებოდა, წლევანდელი თემა ვარსკვლავებსა და დიზაინერებს შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს.

მეტ გალა

საღამოს თანათავმჯდომარეები ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს უილიამსი და ანა ვინტური იქნებიან. Met Gala ტარდება როგორც საქველმოქმედო საღამო ნიუ-იორკის კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდასაჭერად.

პირველი მეჯლისი 1948 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციულად იქცა.

ავტორი: ზმნა

03/02/2026