Logo

რა დიეტით აპირებს მერაბ დვალიშვილი 11 კილოს დაკლებას

რა დიეტით აპირებს მერაბ დვალიშვილი 11 კილოს დაკლებას

09/18/2026

ტექსტის ზომა

მერაბ დვალიშვილი ბრძოლისთვის ემზადება. UFC 333-ის ბრძოლა 2026 წლის 24 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის ცნობილ Etihad Arena-ზე გაიმართება. დვალიშვილი პიოტრ იანს ხვდება. და "ქართველი მანქანა" საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

ბრძოლას წინ უძღვის წონის კლების მკაცრი კონტროლი და დიეტა. მერაბი ახლა UFC-ის დიეტას იცავს.

როგორც ამბობს, მკაცრი დიეტა სამი კვირის დაწყებული აქვს, ბრძოლამდე კიდევ ხუთი კვირა რჩება.

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი: ახლა 72 კილოს ვიწონი. წონა კი, ჩემს დივიზონში - 61 და 300-ია. ბრძოლისთვის 11 კილო უნდა დავიკლო.

გეტყვით დიეტას, რომელსაც ამ პერიოდში მკაცრად ვიცავ.

საუზმეზე გეახლებით მოხარშულ კვერცხს ბოსტნეულთან (სოკო, პომიდორი) ერთად, ცოტა საწებლით. დილით დესერტიც მაქვს, ბლინი კანადური ნეკერჩხლის სიროფით.

დღის მანძილზე - მარწყვი, მოცვი და მაყვალი.

სადილი - ბურგერი და სალათა (სალათის ფურცლები, რუკოლა, ჩერი, ხახვი)

ვახშამი - ყვავილოვანი კომბოსტო, ქათმის ფილე, მაკარონით და ყველით.

საჭმელი

დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და სიმართლე გითხრათ, ეს საჭმელი არ მყოფნის. და ზოგჯერ ხილს, ვაშლს და რაღაცებს ვამატებ, თუმცა ძირითადად, ჩემი დიეტა ეს არის.

დიეტის პერიოდში დღეში მინიმუმ სამი ლიტრა წყალი უნდა დავლიო. საშუალოდ, ხუთ ლიტრამდე გამომდის.

ოთხი კვირა ამ დიეტაზე ვიქნები, ხოლო ბოლო, წონის კლების კვირაში - არაფერს ვჭამ. ოხთშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დილას არაფერს ვჭამ. სამშაბათს ჩამოვდივარ ერთ ლიტრა წყალზე და მის სმას ვწყვეტ.

პირველი გამარჯვება წონის ჩაბარებაა. დანარჩენი მშვიდად ვარ, მართლა კარგად ვვარჯიშობ, თავს მაგრად ვგრძნობ, ყველაფერი იდეალურად გამომდის.

დარწმუნებული ვარ, ღმერთის წყალობით, გავიმარჯვებ და ყველას გაგახარებთ.

მერაბ დვალიშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026