ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე იმ თავისებურებებზე საუბრობს, რომლებიც მილენიალებს, როგორც მშობლებს ახასიათებთ. ეს არის 1981-1996 წლამდე დაბადებული თაობა.
ფსიქოლოგის მოსაზრებით, მილენიალთა თაობის წარმომადგენლები ის ადამიანები არიან, როლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო, საკუთარ შვილებთან სწორი ურთიერთობის გზებს თავად ეძებენ და მეთოდებსაც თავად შეიმუშავებენ.

მილენიალები არ გამხდარან იდეალური მშობლები.
ისინი:
და სწორედ აქ ვლინდება მთავარი განსხვავება:
ისინი ბრუნდებიან.
ისინი კონტაქტობენ"- წერს ირმა კვაჭაძე სოციალურ ქსელში და გამომწერებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო დებულებას უზიარებს.

"მილენიალების ფენომენი
მილენიალები ისტორიაში პირველი თაობაა, რომელმაც ერთდროულად შეითვისა აღზრდის ავტორიტარული მოდელი და უარყო ის საკუთარი შვილებისთვის
რას ნიშნავს ეს:
მაგრამ ისინი პირველები არიან ვინც ეს სისტემა დაამსხვრია:
აი, რატომ არის ეს ყველაფერი ასე რთული
ისინი არ ფლობენ მზა რეცეპტებს. თუმცა არ სურთ მშობლების შეცდომების გამეორება, მაგრამ ხშირად არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ სხვანაირად. ისინი პირველნი არიან ვინც გაცნობიერებულად ანგრევს ტოქსიკურ პატერნებს.(ქცევის მოდელებს).
ხიდი ორ სამყაროს შორის - ავტორიტარ მშობლებსა და პარტნიორ შვილებს შორის.

შინაგანი კონფლიქტი
მათი ტრაგედია (და ძალა) იმაშია, რომ მათში მუდმივად იბრძვის ორი ხმა: „შინაგანი კრიტიკოსი“, რომელიც მშობლის ტონით ლაპარაკობს. და „ახალი მშობელი“, რომელიც ცდილობს იყოს მხარდამჭერი.
ისინი საკუთარ თავს თავადვე მკურნალობენ, სანამ შვილებს ზრდიან.

და ბოლოს
ამ გზით მოდის ახალი თაობა, რომელსაც აღარ დასჭირდება ათწლეულების მანძილზე საკუთარი თავის „პოვნა“ თერაპევტებთან, რადგან თავიდანვე არ „დაკარგავენ.“
მილენიალები სწირავენ საკუთარ კომფორტს და სიმშვიდეს იმისათვის, რომ გაწყვიტონ ტოქსიკური ჯაჭვი.
და კი, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია,“- ამბობს ირმა კვაჭაძე.

12/19/2025