Logo

რითი უნდა ისაუზმონ დიაბეტის მქონე ადამიანებმა - ექიმი მარინე ძაგნიძე გვირჩევს

რითი უნდა ისაუზმონ დიაბეტის მქონე ადამიანებმა - ექიმი მარინე ძაგნიძე გვირჩევს

12/19/2025

ტექსტის ზომა

ექიმი მარინე ძაგნიძე იმ რამდენიმე პროდუქტს ასახელებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ექიმი ამბობს, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის საუზმეზე ამ პროდუქტების მიღებაა სასურველი.

"უნდა მივიღოთ საუზმეზე იმისათვის, რომ სისხლში შაქრის დონე შევამციროთ?

პირველი პროდუქტი არის კვერცხი. კვერცხის ცილაში არის შეუცვლელი ამინომჟავები, ასევე ცილა,რომელიც სჭირდება ორგანიზმს. კვერცხის გულის მიღებით კი ჩათვალეთ, რომ მულტივიტამინს იღებთ.

კვერცხი

კვერცხი ყველაზე დაბალანსებული პროდუქტია. მსუბუქად მოხარშული კვერცხი ის საკვებია, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ დილით საუზმეზე.

ასევე სასურველია საუზმეზე მწვანე სალათის ფოთლებისა და მწვანილების მიღება. მათ შემადგენლობაში ჩვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებები შედის.

სალათა

შემდეგი პროდუქტია საქონლის ხორცი, ვაკონკრეტებ - ბალახზე გაზრდილი საქონლის ხორცი ან თევზი.

და ბოლოს, კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც უნდა მიიღოთ დიაბეტის დასარეგულირებლად არის წყალი, მასში გახსნილი 1 კოვზი ვაშლის ძმრით.

ვაშლის ძმარი

ეს სითხე არეგულირებს შაქრის დონესაც და არის ჩვენი ენერგიის დამაბალანსებელიც,“- ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დიაბეტიექიმის რჩევაკვებამარინე ძაგნიძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026