კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როკისა და ბლუზის ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი დაუვიწყარი სიმღერის, უკვდავი ჰიტის - "Driving Home For Christmas"-ის არ იყოს, ეს დაუვიწყარი ხმის ტემბრის მქონე მომღერალი, სწორედ საშობაოდ გაემგზავრა იმ სახლში, სადაც თავის დროზე ყველანი უნდა დავბრუნდეთ...
მას გაყიდული აქვს 30 მილიონ ალბომზე მეტი. როგორც "გარდიანი" წერს, მცირე ხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, ის საავადმყოფოში აღესრულა.
პოპი, სოული, მსუბუქი როკი, ბლუზი - სხვადასხვა ჟანრები და ბევრი მსმენელი თავისი ტკბილი მოგონებებით...
"The Road to Hell", "Driving Home for Christmas", "On the Beach" და "Josephine" - მაინც ფავორიტი სიმღერებია, რომლითაც კრის რი მუდამ ჩვენთან დარჩება ემოციური მეხსიერებითა და მუსიკალურად სავსე გრძნობებით...

12/22/2025