Logo

ინტერვიუ

"რომ არ ვჩანდით, ჭორი დადიოდა, რომ თითქოს მე და რეზი ერთად აღარ ვართ" - თამუნა ამონაშვილი პირადზე

"რომ არ ვჩანდით, ჭორი დადიოდა, რომ თითქოს მე და რეზი ერთად აღარ ვართ" - თამუნა ამონაშვილი პირადზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თამუნა ამონაშვილი დედა გახდა. მის შემხედვარე რამდენ ქალს მიეცა იმედი, რომ დედად გახდომა - არ დანებებას ნიშნავს. ფარხმალი არ დაყაროთ, ამ უდიდესი მისიისთვის ბრძოლა ღირს...

60-ს გადაცილებული მომღერალი 11 სექტემბერს ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გახდა.

"მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. მერე ვხვდები, რომ ეს უფლის მონიჭებული დიდი ძალაა. ძალიან მაძლიერებს ბავშვების ენერგია. ხუთი წუთი რომ დავჯდე, მიღწევაა. სულ ვტრიალებ და რუტინაში ვარ" - ამბობს "ზმნასთან" ინტერვიუშითამუნა.

შეამჩნევდით, რომ მომღერალი სოციალურ ქსელებში არ აქტიურობს. არც პირადი ცხოვრების აფიშირებითაა დაკავებული.

აი, რა უთხრა მან "ზმნა.ჯის". გთავაზოთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

თამუნა ამონაშვილი: მირჩევნია მშვიდად ვიცხოვრო. საზოგადოებიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მაგრამ სადღაც, ვიღაც ყოველთვის არის, ვისაც სხვისი ბედნიერება არ სიამოვებს, შურს, მასზე ცუდად მოქმედებს... ჩემს მეუღლესთან ერთად ფოტოებს არ ვდებ, კაფეებში ჩვენც დავდივართ და დროსტარება ყველას გვაქვს, მაგრამ მე ამის აფშირებას არ ვახდენ. არ შემიძლია. ძალიან იშვიათად ვდებ ფოტოს, ისიც იმიტომ, რომ მე თვითონ არ დამავიწყდეს ჩემი თავი (იცინის)

რომ არ ვჩანდით, მილიონი ჭორი დადიოდა, რომ თითქოს მე და რეზი ერთად აღარ ვართ. ათი წელია საქართველოში ვარ, რეზი ხუთი წლის წინ ჩამოვიდა.

რეზის მოსკოვში ყოფნა იმ დროს საჭირო იყო, ჩვენ რომ იმის შესაძლებლობა გვქონოდა, რომ შვილების კუთხით გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩემი ოჯახის პრობლემაზე საჯაროდ რატომ უნდა ვისაუბრო? ამ ჭორებს არც ვაქცევდი ყურადღებას, არც მე ვდებდი არაფერს და ეს თემაც ნელ-ნელა მიიჩქმალა...

მე მირჩევნია ხალხს მოვენატრო, ვიდრე თავი მოვაბეზრო. თვითონ მბეზრდება, როცა ვუყურებ სხვების ამდენ უაზრო პოსტს და ფოტოს და მე რატომ მოვაბეზრო სხვას თავი?

განაგრძეთ კითხვა...

ავტორი: თამარ გონგაძე

12/11/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024