Logo

"რომ არა თემურ უგულავა, ყაზბეგი არ ჩაეწერებოდა მსოფლიო რუკაზე" - სალომე ზურაბიშვილი

"რომ არა თემურ უგულავა, ყაზბეგი არ ჩაეწერებოდა მსოფლიო რუკაზე" - სალომე ზურაბიშვილი

06/22/2026

ტექსტის ზომა

თემურ უგულავას გარდაცვალებას ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება. წერს, რომ ბიზნესმენს ახლოს არ იცნობდა, თუმცა კარგად ხედავდა მის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან საქმეებს და სჯეროდა, რომ ამ ხედვის ადამიანის ქვეყანას - აქვს მომავალი.

სალომე ზურაბიშვილი: ქართული ბიზნესი, ხშირად, უფრო გარიგებას ჰგავს, ვიდრე ნამდვილი საქმის კეთებას. სულ რამდენიმე გამოირჩევა მაღალი პროფესიული დონით, მომავლის ხედვით, ხარისხის მაღალ მოთხოვნით, გემოვნებით, საკუთარი პრინციპებით.

ასეთი ერთი იყო თემურ უგულავა. მან სახელმწიფოს და ტურიზმის სააგენტოს ნაცვლად დადო შედეგი, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უზარმაზარი დამსახურება მიუძღვვნის. რომ არა თემურ უგულავა, ყაზბეგი არ ჩაეწერებოდა მსოფლიო რუკაზე. აბასთუმანი კი მას ელოდებოდა.

მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შორიდანაც სჩანდა მისი სიყვარული იმ ქვეყნისთვის, სადაც ნუშის ბაღები გააშენა, პირველი სრულიად ეკოლოგიური პროდუქტების მაღაზია გახსნა. ყველაფერში ეტყობა, რომ მას საქართველოს განვითარებულ, მოწესრიგებულ ქვეყნად ტრანსფორმაციის სჯეროდა.

მეც მჯერა მისი ხედვის და ამ ქვეყნის მომავლის!

მადლობა კარგი საქმისთვის.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026