Logo

"რომ ეთქვა, ელდარ შენგელაიას შვილი ვარო, საავადმყოფოში აუცილებლად მიიღებდნენ" - ტრაგედია რეჟისორის ცხოვრებაში

"რომ ეთქვა, ელდარ შენგელაიას შვილი ვარო, საავადმყოფოში აუცილებლად მიიღებდნენ" - ტრაგედია რეჟისორის ცხოვრებაში

01/27/2026

ტექსტის ზომა

26 იანვარს ელდარ შენგელაია 93 წლის გახდებოდა. პირველი დაბადების დღეა, ახლობლები და ოჯახის წევრები, მის გარეშე რომ შეხვდნენ.

იმედა კახიანმა"ზმნასთან" თავის დიდი ხნის მეგობარზე ბევრი ისაუბრა. მათ შორის, შეეხო იმ ტრაგედიას, რომელიც რეჟისორს თავს დაატყდა. მას ქალიშვილი ავტოავარიაში გარდაეცვალა... ამ ტკივილით იცხოვრა, თუმცა ეს თავს არავისთვის მოუხვევია. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, ხშირად ხედავდნენ შვილის საფლავზე. მოხდა მისი პიროვნული ტრანსფორმაციაც...

იმედა კახიანი: ტრაგედიები არ აკლდა. ჯერ ახალგაზრდა მშობლები დაკარგა და მერე 23 წლის ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ანგელოზივით გოგო, ელენე...

ელდარმა მანქანა უყიდა. ელენე გავიდა და ავარიაში მოჰყვა... შემთხვევის ადგილას მილიცია მივიდა. ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილი არ გვაქვსო ერთ კლინიკაში უთხრეს, მერე მეორეში, მესამეში... ასე მოატარეს კლინიკები. ბოლოს სადღაც მიიღეს, მაგრამ დაგვიანებული იყო... უცნაური გოგო იყო. ერთი რომ ეთქვა, ელდარ შენგელაიას შვილი ვარო, საავადმყოფოში აუცილებლად მიიღებდნენ. არც სახლში დაურეკავს. მოკლედ, ამ სიარულში დაიღუპა.

ელდარის შვილი

განაგრძეთ ინტერვიუს კითხვა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026