სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ არტერიული წნევის გაზომვა უმარტივესი პროცედურაა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
არასწორად შერჩეულმა ხელმა ან გაზომვის არასწორმა ტექნიკამ, შესაძლოა მცდარი ციფრები მოგვცეს, რაც საბოლოოდ არასწორი მკურნალობის მიზეზი ხდება.
იცოდით, რომ წნევის მაჩვენებლებს შორის სხვაობა მარჯვენა და მარცხენა ხელზე ზოგჯერ არა მხოლოდ ფიზიოლოგიური თავისებურება, არამედ სერიოზული სისხლძარღვოვანი დაავადების პირველი ნიშანია?

ექიმი გიორგი ღოღობერიძე არტერიული წნევის გაზომვის “ოქროს წესების” შესახებ:
„არც ისე იშვიათია, რომ ადამიანებმა არ იციან, რომელ ხელზე უნდა გაიზომონ წნევა - მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? დაიმახსოვრე სამი ოქროს წესი:

3. ყურადღება მიაქციე სხვაობას! დაიმახსოვრე: თუ კიდურებს შორის სხვაობა სისტოლურ წნევაში (ზედა წნევა) არის 15 ერთეულზე მეტი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართო კარდიოლოგს აუცილებლად! აქ შეიძლება იყოს სერიოზული სისხლძარღვოვანი დაავადებები და მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს დოპლეროგრაფიული ან ანგიოგრაფიული გამოკვლევა. ასე რომ, კარდიოლოგი აუცილებლად ნახე,”- გვირჩევს ექიმი.
04/03/2026