Logo

სასარგებლო რჩევები

რომელ მარგარინში აღმოჩნდა ტრასნცხიმები დიდი რაოდენობით?!

რომელ მარგარინში აღმოჩნდა ტრასნცხიმები დიდი რაოდენობით?!

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ალბათ, რთულად მოიძებნება ადამიანი, ვისაც მარგარინის მავნებლობის შესახებ არ სმენია. ბევრი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ამ პროდუქტის მიღება სასურველი არ არის, რადგან ის ტრანსცხიმების მთავარ წყაროდაა შერაცხული.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რომ მარგარინის მიღების პროცესი, ჰიდროგენიზაცია, პროდუქტში ტრანსცხიმების ავტომატურ და უკონტროლო არსებობას სულაც არ ნიშნავს.
ირაკლი არაბული იმ უახლესი ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გვაცნობს, რომლებმაც საქართველოს ბაზარზე ყველაზე პოპულარული ბრენდების ნაწარმი შეისწავლა.

ირაკლი არაბული

„მარგარინები ყოველთვის შეიცავენ ტრანსცხიმებს" - ალბათ ყველას გაგიგიათ ეს გამოთქმა. მოდი განვმარტოთ, ჯერ რა არის ტრანსცხიმები და შემდეგ შეიცავენ თუ არა მარგარინები ყოველთვის მათ.
როგორ მიიღება მარგარინი?
მარგარინი მიიღება თხევადი მცენარეული ზეთებისგან, როგორიც არის პალმის, მზესუმზირის, სოიოს, რაფსის და ასე შემდეგ... პროდუქტი მიღბა ამ ზეთების ტექნოლოგიური დამუშავების პროცესის შედეგად, რომელსაც ჰიდროგენიზაცია ჰქვია.
თხევად მცენარეულ ზეთებს ემატება წყალბადის ატომები, რის შედეგადაც ცხიმი მყარდება და მიიღება მარგარინის მყარი ფორმის.

მარგარინი

ტრანსცხიმები დასაშვებზე მეტი რაოდენობით, პროდუქტში მაშინ ჩნდება, თუ ჰიდროგენიზაციის პროცესი არის ნაწილობრივი ან დაირღვა ტექნოლოგიური პროცესები.
საქართველოს კანონმდებლობით, ცხიმის საერთო მასაში ტრანსცხიმების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2%-ს.

„საიმედო რეკომენდაციის“ ინიციატივით, ლაბორატორიულად შემოწმდა საქართველოს ბაზარზე ოთხი ყველაზე პოპულარული მარგარინი, როგორებიცაა „ონა“, „ონა კრემი“, „ბიზიმ სუფრა“ და „დაჩა“. კვლევა ტრანსცხიმებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

მარგარინი

შედეგებმა აჩვენა, რომ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტში ტრანსცხიმების რაოდენობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება. თუ ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებს (როგორც სახელმწიფო კონტროლის მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან) გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მარგარინებსა და სპრედებში ტრანსცხიმების გადაჭარბებული რაოდენობა მინიმალურ შემთხვევაში ფიქსირდება," - ამბობს ირაკლი არაბული.

ავტორი: ზმნა

07/05/2026

ირაკლი არაბულიკვლევამარგარინიტრანსცხიმები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024