რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. ამ მსახურების დროს მივიწყებულ ცოდვებს გვპატიობს უფალი...
ახლა ვნების კვირაა. უმეტესად, ტაძრებში შვიდგზის ზეთისცხება უკვე ჩატარებულია. თუმცა არსებობს ტაძრები, სადაც ის ტარდება და თუ ჯერ კიდევ არ გიცხიათ ზეთი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
სამშაბათს, 7 აპრილს 18 საათზე - ვარკ.1მ.რ.ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში
7 აპრილს 19 საათზე - თემქაზე ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
7 აპრილს, 20 საათზე - ფანასკერტელის ქუჩაზე ჯვართამაღლების ტაძარში
დიდ ხუთშაბათს 18 საათზე - სამების საკათედრო ტაძარში
დიდ ხუთშაბათს 19 საათზე - ლურჯ მონასტერში
დიდ შაბათს 17 საათზე - 62-ე სკოლის ეზოში მდება წმინდა გიორგის ტაძარში
***
როგორც მამა იოანე მჭედლიშვილი აღნიშნავს, ზეთისცხებასთან დაკავშირებით, აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ადამიანმა მადლი, რომ შეიგრძნოს ამისთვის ის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.
„შვიდგზის ზეთისცხებასთან დაკავშირებით, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ მადლი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა, ამისთვის მან ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. თუ ქრისტიანულად ადამიანი არ ცხოვრობს, რა აზრი აქვს ზეთს აცხებენ თუ სხვა რამე საშუალებას. ადამიანი თუ თავის ცოდვებს არ ნანობს, აღმსარებელი არ არის, მადლი არ იქნება. როცა ადამიანი აღმსარებელია, ნანობს მის ცოდვებს, ეს უკვე დიდი მადლია და დიდი სიკეთე მოაქვს ზეთისცხებას."
04/07/2026