Logo

სასარგებლო რჩევები

მცენარები, რომლებიც სახლში დაბინძურებულ ჰაერს წმენდენ

მცენარები, რომლებიც სახლში დაბინძურებულ ჰაერს წმენდენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინტერიერის დიზაინერები ხშირად გვირჩევენ სახლი ოთახის მცენარეების ლამაზი ქოთნებით გავაფორმოთ.

გარდა ვიზუალური ეფექტისა, ოთახის მცენარეები ხშირად გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებენ. ისინი ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენენ ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთ მცენარეს შეუძლია 90 %-ით გაასუფთაოს ჰაერი სახლში იმ ტოქსიკური ნაერთებისაგან, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ.

მცენარეები

ეს მცენარეები ბუნებრივი გამწმენდები არიან. ისინი ეფექტური ფილტრების როლს ასრულებენ, აშორებენ ჰაერში გაფანტულ ტოქსინებს და გამოყოფენ სუფთა ჟანგბადს.

მაშინ როცა თქვენ სახლში ატარებთ დროს, ისვენებთ ან გძინავთ, მცენარეები განუწყვეტლივ მუშაობენ უფრო ჯანსაღი და სუფთა გარემოს შესაქმნელად. ისინი არა მხოლოდ აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, არამედ ამცირებენ სტრესს და ხელს უწყობენ თქვენს საერთო კეთილდღეობას.

ჰაერის გამწმენდი მცენარეების შერჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ თქვენი საჭიროებები და სივრცე, რომელიც ოთახის მცენარეებისთვის გაქვთ გამოყოფილი.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა ქლოროპიტუმ კომოსუმი, იგივე ობობა მცენარე.

ობობას მცენარე

კვლევამ აჩვენა, რომ ობობა მცენარეებმა 24 საათის განმავლობაში ჰაერიდან ამოიღეს ტოქსიკური ფორმალდეჰიდის 95%.

მცენარე საკმაოდ მარტივი მოსავლელია. მას თქვენი მხრიდან მხრიდან მხოლოდ მცირედი ყურადღება, არაპირდაპირი სინათლე და ზომიერად მორწყვა სჭირდება.

ქლოროპიტუმ კომოსუმს გრძელი და ვიწრო ფოთლები აქვს, რომლებიც ობობებს ჰგავს და სახელი "ობობა მცენარეც" სწორედ აქედან მიიღო.

ჰაერის გასუფთავების უნარი აქვს ალოე ვერას, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით და ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და ფარმაციაში.

ალოე ვერა

საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი ნამწვის გასასუფთავებლად, ეს წვნიანი მცენარე საუკეთესო საშუალებაა. იგი  გაასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ბენზოლისგან, რომელიც  ასევე გვხვდება გაზქურის ლაქებში, იატაკის საწმენდებსა და სარეცხ საშუალებებში.

ეფექტური ჰაერის გამწმენდია ბოსტონის გვიმრა. ეს მცენარე იდეალურია ნესტიან სივრცეებში (როგორიცაა აბაზანა ან სამზარეულო) გამწვანების დასამატებლად.

ბოსტონის გვიმრა

არეკას პალმა - ეს მცენარე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შიდა სივრცეში ბუნების სუნთქვა შეიტანოს.

არეკას პალმა

არეკას პალმა საუკეთესოა ჰაერის ტოქსინებისგან გასაწმენდად. ის განახლებულ და ჯანსაღ გარემოს ქმნის თქვენს სახლში ან ოფისში. გარდა ამისა ეს მცენარე იდეალური ტენიანობის შენარჩუნებისათვის. ის ჰაერს ატენიანებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალ სეზონებში.

თუ გსურთ შეიძინოთ მცენარეები, რომლებიც ჟანგბადის დონეს ზრდიან, მაშინ საუკეთესო არჩევანია კალათეა და სალონის პალმა.

კალათეა და სალონის პალმა

ეს მცენარეები არა მხოლოდ ჰაერს ასუფთავებენ, ისინი ასევე ხელს უწყობენ უფრო ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას ჟანგბადის გამოყოფით. განსაკუთრებით ზრდიან ჟანგბადის დონეს ღამით, როდესაც დასვენების დროს ჰაერის მარაგს აღადგენენ.

ავტორი: ზმნა

12/03/2025

მცენარეებიჟანგბადიწმენდაჰაერის დაბინძურება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024