Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რომელი სპორტია საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის? - პედიატრის რჩევები მშობლებს

რომელი სპორტია საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის? - პედიატრის რჩევები მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფიზიკური აქტივობა ბავშვისთვის მხოლოდ მოძრაობა ან ენერგიის დახარჯვა არ არის. ის პირდაპირ უკავშირდება სწორ ზრდას, ნერვული სისტემის განვითარებას, ძვალ-კუნთოვანი სისტემის გამაგრებას და იმუნიტეტის მხარდაჭერას. თუმცა რეალობაში ხშირად ორ უკიდურესობას ვხვდებით - ერთი მხრივ, ბავშვები, რომლებიც თითქმის არ მოძრაობენ, და მეორე მხრივ ისინი, ვისი ყოველდღიურობაც შედეგზე ორიენტირებული ვარჯიშებითაა გადატვირთული.


ორივე შემთხვევაში მთავარი საფრთხე ისაა, რომ ფიზიკური აქტივობა კარგავს თავის ბუნებრივ დანიშნულებას და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ნაცვლად, შესაძლოა პრობლემების წყაროდაც იქცეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სპორტი ბავშვობაში იყოს სწორად შერჩეული, ასაკზე მორგებული და ზრდის მხარდამჭერი.

სპორტი


პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს და შეახსენებს, რომ ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესი საზრუნავია.
"რა არის რეკომენდებული?

სკოლამდელი ასაკი (3-5 წელი) - დღეში მინიმუმ 3 საათი აქტიური მოძრაობა (თამაშის ფორმით)

სკოლის ასაკი (6+წელი) - დღეში მინიმუმ 60 წუთი ფიზიკური აქტივობა და კვირაში 3 დღე -შედარებით ინტენსიური დატვირთვა

ორგანიზებული სპორტი კვირაში 3-5 დღე სრულიად საკმარისია

როდის ვაჭარბებთ?

ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს „ვარჯიშიდან ვარჯიშამდე“.უნდა გავითვალისწინოთ გადატვირთვის ნიშნები

  • მუდმივი დაღლილობა;
  • ძილის დარღვევა;
  • მადის დაქვეითება;
  • მოტივაციის დაკარგვა;
  • ხშირი ტრავმები;

სპორტი

ასეთ დროს აუცილებელია დატვირთვის შემცირება და დასვენება...

რომელი სპორტია საუკეთესო?

საუკეთესო სპორტი არის ის, რაც ბავშვს უყვარს!

მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • ცურვა -მთელი სხეულის ჰარმონიული განვითარება;
  • გუნდური სპორტი -ფიზიკური + სოციალური უნარები;
  • ტანვარჯიში/ცეკვა -მოქნილობა და კოორდინაცია;
  • სირბილი/ველოსიპედი -გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხარდაჭერა;

ცურვა

რა უნდა გვახსოვდეს?

ბავშვი არ არის პატარა პროფესიონალი სპორტსმენი! მას სჭირდება მოძრაობა, მაგრამ ასევე -დასვენება! მთავარი მიზანი არის ჯანმრთელობა და არა მხოლოდ შედეგი! ბავშვის ორგანიზმი ძლიერდება არა მაშინ, როცა მას ზედმეტად ვტვირთავთ -არამედ მაშინ, როცა მოძრაობა მისთვის სიხარულად რჩება და არა ძალადობად," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/19/2026

ინგა მამუჩიშვილიმოგონებაპატრიარქი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024