სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჯანსაღი ცხოვრება 21-ე საუკუნის მარკეტინგისთვის, ერთ-ერთი სამიზნე წერტილია და ყველა მწარმოებელი ცდილობს საკუთარი პროდუქტის, როგორც ნატურალურისა და სასარგებლოს რეკლამირება მოახდინოს. თუმცაღა, რეალურად ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტის ამოცნობა, არც თუ ისე ადვილია.
ერთ-ერთი ასეთი ჯანსაღი პროდუქტი არის მიწის თხილის კარაქი. ბოლო წლებში მიწის თხილის, ანუ არაქისის კარაქი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის რეალურად რაში მდგომარეობს მისი სარგებლიანობა.

მიწის თხილის კარაქს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ჯანსაღ ცხიმს, საკვებ ბოჭკოსა და მცირე რაოდენობის ნახშირწყალს.
მიწის თხილი მდიდარია ცილით, რაც ძალზედ სასარგებლო პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ იღებენ ცილას ცხოველური წყაროებიდან (ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის). თუმცაღა, გასათვალისწინებელია, რომ მიწის თხილის ცილა დაბალი რაოდენობით შეიცავს ორ მნშვნელოვან ამინომჟავას: მეთიონინსა და ცისტეინს.
მიწის თხილის კარაქი გამოირჩევა ცხიმის მაღალი შემცველობით, თუმცა ძირითადი წილი ჯანსაღ ცხიმზე მოდის. ცხიმის ნახევარი შედგება ოლეინის მჟავისგან, ჯანსაღი ტიპის მონოუჯერი ცხიმისგან, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, მიწის თხილის კარაქი შეიცავს ლინოლეინის მჟავას, ომეგა -6 ცხიმოვან მჟავას, რომელიც უხვად გვხვდება მცენარეულ ზეთებში. ცხიმის მაღალი შემცველობის გამო, მიწის თხილის კარაქი ასევე წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, თუმცა მისი ზომიერი მიღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების დროსაც.

ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, მიწის თხილის კარაქი ასევე მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალითა და ანტიოქსიდანტით. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა ვიტამინების: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით.
მიწის თხილი ასევე შეიცავს უამრავ სხვა ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ ნივთიერებას, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები. მიწის თხილის კარაქი საკმაოდ მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა p- კუმარინის მჟავა და რესვერატროლი.
როგორც ვხედავთ, ნატურალური მიწის თხილის კარაქი საკმაოდ ჯანსაღი და მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტია. თუმცა, ბევრი მწარმოებელი პროდუქტის გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებს დამუშავების არაჯანსაღ მეთოდებს, დამატებით ემულგატორებს, დამატკბობლებსა და არასასურველ ნივთიერებებს. რეალურად ნატურალური კარაქის შესარჩევად აუცილებელია გაითვალისწინოთ შედეგი ფაქტორები:
რაც შეიძლება ნაკლები ინგრედიენტი
არაქისის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის რაც შეიძლება ნაკლები ინგრედიენტი. ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მხოლოდ ორი ინგრედიენტი: თავად არაქისი და მარილი (დაბალი რაოდენობით). სხვა დანარჩენი ინგრედიენტი, იქნება ეს შაქარი, არომატიზატორი, დამატკბობელი თუ ემულგატორი, არასაურველია და მხოლოდ ამცირებს პროდუქტის ხარისხს.

არაქისის კარაქის დიდი რაოდენობით მოხმარება არ არის სასარგებლო. ზომიერების ნაკლებობამ და არაქისის კარაქის დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. არაქისის კარაქის ორი სუფრის კოვზი შეიცავს რამდენიმე გრამ ნაჯერ ცხიმებს, მაგრამ როდესაც ქილას ნახევარს მიირთმევთ, ეს პრობლემად იქცევა.
არაქისის კარაქს, როგორც წესი, აქვს როგორც ნაჯერი, ასევე უჯერი ცხიმები. არაქისი კარაქი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. შეიცავს მარილს, შაქარს, ზოგიერთი მათგანი კი ჰიდროგენიზებულ ზეთს, პალმის ზეთს, ასევე ფრუქტოზის სიმინდის სიროფს შეიცავს. ეს ყველაფერი კი არაქისის კარაქს ნაკლებად ჯანსაღ პროდუქტად აქცევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზომიერება არ არის დაცული.
არსებობს ალტერნატივები, როგორიცაა ნუშის კარაქი და შოკოლადის კარაქი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არაქისის კარაქის ნაცვლად. თუმცა, ესქპერტების თქმით, შოკოლადის კარაქი არ არის უფრო ჯანსაღი, ვიდრე არაქისის კარაქი.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის მიწის თხილის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს პოპულარობა არ არის გადამეტებული. იგი ნამდვილად ძვირფასი საკვებია და მისი ზომიერი მოხმარება შეგვავსებს ყველა აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტით.
05/01/2026