კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მანანა მენაბდესთან ერთად შესრულებული სიმღერის სარეპეტიციო მონაკვეთს აქვეყნებს.
ცირამუა რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ მომღერალს იხსენებს და ამბობს, რომ მანანა მენაბდის ნაწარმოებს - "სტვენს ბულბული", ხვალ გორის კამერული გუნდი რომში, პანთეონში გააჟღერებს.
"ხვალ, თქვენს გენიალურ ნაწარმოებს (" ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ი. ზოსიმე) რომში წავიღებთ და იქ, პანთეონში გავაჟღერებთ... მეამაყება, რომ ნაწარმოების შექმნიდან 30 წლის შემდეგ ჩვენ გვერგო პატივი პირველად შარშან ოპერაში გაგვეჟღერებინა ეს ნაწარმოები და ახლა უკვე რომის გზას გავუყვებით და იქ ვიტყვით ჩვენს სათქმელს... ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი ენა არის ქართული!!! დაე იყოს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი! " - წერს თეონა ცირამუა.
ცნობისათვის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომში, პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება. საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.
11/19/2025