Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როცა ახალშობილს სცხელა - პედიატრის რჩევები

როცა ახალშობილს სცხელა - პედიატრის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ზაფხულის დადგომასთან ერთად, მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პატარების სიცხისგან დაცვა ხდება.

უფროსებს მარტივად შეგვიძლია გამოვხატოთ დისკომფორტი და გავგრილდეთ, ახალშობილებსა და ჩვილებს კი ამის ხმამაღლა გამოხატვა არ შეუძლიათ. თუმცა, მათი სხეული და ქცევა თავად გვკარნახობს, როდის სჭირდებათ დახმარება.


როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სცხელა და რა მარტივი წესები უნდა დავიცვათ, რათა თავიდან ავიცილოთ გადახურება ან ნასიცხი? ამ თემაზე პრაქტიკულ და საყურადღებო რეკომენდაციებს პედიატრი თამარ ობგაიძე გვიზიარებს.

თამარ ობგაიძე

„როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამოვიცნოთ, როცა ახალშობილს ან ჩვილს ზაფხულის ცხელ დღეებში სცხელა? ისინი ხომ ამას ვერ ამბობენ?

არსებობს ნიშნები, რომლებიც ჩვილების დისკომფორტის ამოცნობას გვიადვილებენ.

1. ბავშვი არის შეხებით ცხელი, განსაკუთრებით მუცლის არეში, თუმცა მას მაღალი ტემპერატურა გაზომვით არ ესინჯება.


2. ლოყები არის წითელი, ბავშვი ოფლიანობს, განსაკუთრებით თავის არეში.


3. გამოხატულია უჩვეულო ჭირვეულობა, ტირილი და ასევე შეიძლება იყოს გამოხატული, პირიქით, მივარდნილობა და უჩვეულო სისუსტე.

4. შესაძლებელია გამოისახოს გამონაყარი და ნასიცხი სხეულის არეში.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიცილოთ თავიდან ეს სიმპტომები?

  • არ დატოვოთ ბავშვი იმ გარემოში, სადაც არის მაღალი ტემპერატურა.
  • თუ არის კონდიციონერის საშუალება, აუცილებლად გააგრილეთ ოთახი.
  • არ დატოვოთ მანქანის სალონში, სადაც არის მაღალი ტემპერატურა.
  • ჩააცვით უფრო შილიფად და ბუნებრივი ბოჭკოსაგან შეკერილი სამოსი.
  • მიეცით სითხეები, თუ ძუძუზე გყავთ, ხშირად შესთავაზეთ ძუძუ,“ - გვირჩევს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

07/15/2026