Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როცა ბავშვი ჯიუტია - ფსიქოლოგი გვირჩევს

როცა ბავშვი ჯიუტია - ფსიქოლოგი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრი მშობლისთვის ჯიუტი ბავშვი ყოველდღიური გამოწვევაა. ხშირად გვაღიზიანებს ბავშვი, რომელიც მარტივად არ თმობს თავის პოზიციას, ყველაფერზე კამათობს და თითქოს განზრახ ამოწმებს საზღვრებს... თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიჯიუტის უკან ხშირად ძლიერი ხასიათი, დამოუკიდებელი აზროვნება და შინაგანი გამძლეობა იმალება. თვისებები, რომლებიც მომავალში ადამიანს ცხოვრებაში ბევრის მიღწევაში ეხმარება.

ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვის ენერგია კონფლიქტად კი არა, მის ძლიერ მხარედ გადაიქცეს.

ნინო სხირტლაძე

"ჯიუტი ბავშვები ხშირად ძალიან გვაღიზიანებენ. თქვენ ეუბნებით ერთს, ის აკეთებს სხვანაირად. გიყურებთ თვალებში და თითქოს თქვენს ჯინაზე იქცევა ასე, თითქოს სპეციალურად ამოწმებს საზღვრებს… ჯიუტი უფროსი იწვევს აღფრთოვანებას. ისინი მიდიან ბოლომდე, სადაც სხვები ნებდებიან, ისინი აგრძელებენ გზას ბოლომდე. არ იცვლებიან სხვისი აზრის შესაბამისად. ყოველთვის პოულობენ საკუთარ თავში ძალას გააგრძელონ გზა წინ - წარმატებისკენ. შეუძლიათ საკუთარი საზღვრების დაცვა….

ეს შეუპოვარი ზრდასრულები ერთ დღეში არ გახდნენ ასეთები. ხშირად სწორედ მათ ეძახდნენ ბავშვობაში ჯიუტებს. ისინი აღიზიანებდნენ გარშემომყოფებს.

ჯიუტი

სიჯიუტე ხასიათის სისუსტე არაა, მისი ძალაა. დაიჭირო მიმართულება. უბრალოდ ბავშვობაში არ აქვთ ბავშვებს ამ ძალის მართვის უნარი. თუ ბავშვში ამ უნარს გავტეხთ - ბავშვი ან დანებდება და ჩაიკეტება ან უფრო ძლიერად დაიწყებს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას . მთავარია არა გატეხა, არამედ სწავლება- როგორ მართოს უნარი. ასწავლო როდის უნდა ბოლომდე გაიტანოს თავისი. როდის სჯობს დათმობაზე წავიდეს. აუხსენით რაა კომპრომისი. ასევე საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენად მნიშვნელოვანია პაუზა.

ბავშვი

ყოველივე ამის შემდეგ რთული, გამაღიზიანებელი ბავშვისგან გაიზრდება ზრდასრული - ძლიერი ხასიათით, რომელსაც ეს ხასიათის შტრიხი დაეხმარება ცხოვრების გზაზე მყარი, დარწმუნებული ნაბიჯებით იაროს," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/28/2026

ნინო სხირტლაძესიჯიუტეფსიქოლოგიჯიუტი ბავშვი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024