Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როცა ბავშვი სხვადასხვა ქვეყნების დროშებს ცნობს - ფსიქოლოგის განმარტება

როცა ბავშვი სხვადასხვა ქვეყნების დროშებს ცნობს - ფსიქოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრი მშობელი ამაყობს, როცა მათი პატარა ჯერ კიდევ საუბრის დაწყებამდე სხვადასხვა ქვეყნის დროშებს ერთმანეთისგან არჩევს, უცხო სიტყვებს იმახსოვრებს ან სხვა უფრო რთულ აკადემიურ უნარებს ავლენს.

ერთი შეხედვით, ეს განსაკუთრებული გონებრივი განვითარების ნიშანია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგჯერ ასეთი უნარები კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარების შეფერხებასაც შეიძლება ახლდეს თან.


ფსიქოლოგი ია ინასარიძე განმარტავს რა განსხვავებაა ცოდნასა და ცოცხალ ურთიერთობას შორის და რატომ არ ნიშნავს დროშების ცოდნა ყოველთვის მეტყველების განვითარებას.

ია ინასარიძე

"ხშირად მშობლები ამჩნევენ, რომ მათი პატარა, რომელიც ჯერ არ საუბრობს, საოცარი სიზუსტით ცნობს 50-მდე დროშას, ან უფრო მეტ ინგლისურ სიტყვას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ბრწყინვალე ვიზუალური მეხსიერება და ანალიტიკური გონება აქვს. მაგრამ ხშირად, ეს აკადემიური ცოდნა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ყოველდღიური კომუნიკაცია.

რატომ ხდება ასე? როცა ბავშვი ფოკუსირდება მხოლოდ ვიზუალურ სიმბოლოებზე, ამ დროს არ აქვს ინტერესი ცოცხალი ურთიერთობის მიმართ.

ბავშვი

დროშების ცოდნა არ არის მეტყველება. მეტყველება არის კომუნიკაცია, აზრების გაცვლა, მოთხოვნა, ემოციის გამოხატვა. ხშირად, როცა ბავშვი არ საუბრობს და მხოლოდ ინგლისურ სიტყვებს იყენებს (ფერებს, ციფრებს), ეს ეკრანდამოკიდებულების შედეგია. რატომ ინგლისური? ან რუსული? რადგან ის კონტენტი, რომელსაც უყურებენ არის ფერადი, რიტმული, ადვილად პროგნოზირებადი.

ბავშვი

სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს არ არის გააზრებული ენა. ეს არის შაბლონი და არა ენის სტრუქტურა. ბავშვს აქვს აკადემიური ნიშა, მაგრამ აკლია ბაზისური სოციალური უნარები და ფუნქციური ენა.
ნუ დატვირთავთ ბავშვებს ზედმეტი აკადემიური ცოდნით, ეს ენერგია მოახმარეთ მისი სოციალური, ემოციური უნარების განვითარებას, რეალურ, ცოცხალ კომუნიკაციას, თამაშს," - ურჩევს მშობლებს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/19/2026

ბავშვიგანვითარებადროშაია ინასარიძეფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024