ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არასწორი კვება, არაჯანსაღი პროდუქტების სიყვარული და დარღვეული კვებითი ჩვევები ბავშვებში, უამრავი მშობლის ტკივილია.მშობლები ჩივიან, რომ პატარების არასწორ კვებით ჩვევებთან გამკლავება უჭირთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი ცუდად იკვებება? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტულ ჩვევას აძლევენ გამომწერებს პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები.
1.პირველ რიგში საჭიროა რუტინის მოწესრიგება.

სასურველია კვების დრო და ადგილი ერთი და აიგივე იყოს. ასევე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებმა ერთად ისადილონ ან ივახშმონ. ხანდახან მაინც.
2.მნიშვნელოვანია გავზარდოთ კალორიული საკვების რაოდენობა

რაციონში შევიტანოთ კალორიული საკვები, როგორიცაა ხორცი, ავოკადო და ასე შემდეგ.
3.მოვარიდოთ ბავშვი ტკბილეულს და ზეთში შემწვარ საჭმელს

4.შეგიძლიათ ჩართოთ ბავშვი სადილის მომზადების პროცესში

5.არ წამოეგოთ მანიპულაციას

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვის მანიპულაციებს არ წამოეგოთ. თუ ბავშვი ნახავს, რომ თქვენ დათმობთ პოზიციას, მიხვდება რომ შეუძლია „თავისი გაიტანოს“. ამიტომ ამას კატეგორიულად უნდა შეეწინააღმდეგოთ.
ასე რომ როცა ბავშვი კვებაზე უარს ამბობს, ამაზე ყურადღება არ გაამახვილოთ და გაატარეთ.
01/17/2026