ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის წინაშეც მშობლები კბილების ამოჭრის პერიოდში დგებიან.
გაღიზიანებული და შეწუხებული პატარა, ზოგჯერ სუბფებრილური ტემპერატურა, გადაღლილი მშობელი და ხერხები, რომელთა საშუალებითაც პრობლემის მოგვარება მარტივდება.
ინგა მამუჩიშვილი:
" პატარა ადამიანის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ხშირად მშობლებისთვის დამაბნეველი ეტაპი - კბილების ამოჭრის პერიოდია. ეს ის დროა, როცა თითქოს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უცებ იწყებს მოუსვენრობას, ღამის ძილი ერღვევა, ხშირად ტირის და ყველაფერს პირში იდებს.

როგორც პედიატრი გეტყვით ეს პროცესი ფიზიოლოგიურია და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
პირველი კბილი, როგორც წესი, 5-7 თვის ასაკში ჩნდება, თუმცა ნორმად ითვლება 4 თვიდან 12 თვემდეც. ყველაზე ხშირად პირველი "სტუმრები” ქვედა ცენტრალური საჭრელები არიან...
კბილების ამოჭრისას ბავშვს შეიძლება ჰქონდეს:
თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერთერმიას, ძლიერ დიარეას ან მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კლინიკური სურათი მხოლოდ კბილების ბრალიც შეიძლება არ იყოს და ასეთ დროს სხვა მიზეზიც უნდა ვეძებოთ.
როგორ დავეხმაროთ პატარას?
ეს არის ეტაპი, სადაც მშობლის სითბო და სწორი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

რას უნდა მოვერიდოთ?
არ უნდა გამოვიყენოთ: სპირტიანი ან უცნობი "ხალხური” საშუალებები, თაფლი მცირე ასაკში, მოვერიდოთ თვითნებურად გელების ხშირ გამოყენებას!
ეს პერიოდი დროებითია, მაგრამ მშობლისთვის ხშირად ძალიან დამღლელი. გახსოვდეთ - ბავშვი, რეალურად, დისკომფორტს განიცდის და თქვენი მხარდაჭერა მისთვის მთავარი წამალია."
04/30/2026