Logo

საზოგადოება

"სიტყვები არ მყოფნის. ძალიან დიდი მადლობა. მეტს ვერაფერს ვიძახი..." - კობას მალე ბინას უყიდიან

"სიტყვები არ მყოფნის. ძალიან დიდი მადლობა. მეტს ვერაფერს ვიძახი..." - კობას მალე ბინას უყიდიან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოციალური ქსელები შეძრა 33 წლის კობას ისტორიამ, რომელიც ამჟამად ქუჩაში ცხოვრობს და თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს.

განსაკუთრებული ყურადღება კობას შემდეგმა სიტყვებმა მიიქცია - „როცა მქონდა საშუალება ყველა ჩემი მეგობარი იყო. ახლა არავის არ ვჭირდები.“

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი ფეხის ტკივილს 7 წელია უშედეგოდ მკურნალობს, ამასობაში ბანკის ვალი დაუგროვდა და სრულიად უსახსროდ დარჩა:

კობა

„3 დღეა ფეხსაცმელი აღარ მაქვს... მაჩუქეს, მაგრამ მერე მომპარეს...

ადამიანები მეხმარებიან. ვისაც საშუალება არ აქვს, მეუბნება, არ მაქვსო და მაინც მადლობას ვუხდი. ზოგი მოდის და მელაპარაკება. ესეც სასიამოვნოა, ადამიანი რომ დაგელაპარაკება.

ახლობლები მყავდა, როცა ფული მქონდა,“ - ამბობს კობა, რომელიც ჰყვება, რომ კოჯრის ბავშვთა სახლში გაიზარდა და 14 წელი იქ იცხოვრა.

ახალგაზრდა კაცი ღამეს სკამზე ათენებს, წვიმაში კი ნანგრევებს აფარებს თავს. ამბობს, რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა და როგორც კი ფეხზე დადგომას შეძლებს, მუშაობას დაიწყებს, თუმცა ეშინია, რომ მის ხელფასს ბანკი წაიღებს, რადგან ბანკის ვალი 13 000 ლარი აქვს...

კობა

თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულია. NatiaTalks-ის წამყვანმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ ორ დღეში ჩარიცხული თანხითა და ადამიანების აქტიურობით, კობას საცხოვრებელს შეუძენენ.

"სიტყვები არ მყოფნის. ძალიან დიდი მადლობა. მეტს ვერაფერს ვიძახი" - ამბობს კობა.

ახალგაზრდა კაცს ბევრი თანამემამულე დაუდგა გვერდით. მიუტანეს პირველადი საჭიროების ნივთები. წაიყვანეს სასტუმროში.

"თვეზე მეტია არ მიბანავია. მცხვენია ამას რომ ვამბობ..."

გოგონა, რომელმაც კობა თავისი ინტერვიუთი საზოგადოებას გააცნო, არის ნათია სოხუმიდან. ის ამერიკაში გაიზარდა და ამბობს, სამშობლოში ფესვების საპოვნებლად დაბრუნდა...

კობა

ავტორი: ზმნა

03/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024