Logo

საზოგადოება

"როცა მოზარდი უბანში ორგანიზებული ექსკურსიიდან იკარგება, ეს არ არის მხოლოდ "უბედური შემთხვევა" - ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

"როცა მოზარდი უბანში ორგანიზებული ექსკურსიიდან იკარგება, ეს არ არის მხოლოდ "უბედური შემთხვევა" - ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის ისტორია მხოლოდ ერთი ოჯახის პირადი ტრაგედია არ არის.
ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ჯგუფური ექსკურსიების მონაწილეებს, რამდენად გადამწყვეტია დაკარგვის პირველივე საათებში დროული რეაგირება და სრული ინფორმაციის მიწოდება.


ფსიქოლოგი ნინი დგებუაძის შეფასებით, გურამ დადიანიძის გაუჩინარება და მისი 12 წლიანი ძებნისა და მოლოდინის ისტორია, გულგრილობის, პასუხისმგებლობისა და ადამიანური თანადგომის შესახებ მძიმე გაკვეთილია, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს.

"12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მლეთაში, ლომისობაზე, 17 წლის გურიკა დადიანიძე ექსკურსიიდან აღარ დაბრუნდა. 12 წელია დედამისი მარტო ეძებს სიმართლეს.

როცა მოზარდი სამეზობლოში “უბანში” ორგანიზებული ექსკურსიიდან იკარგება, ეს არ არის მხოლოდ "უბედური შემთხვევა" ეს არის სისტემური და პიროვნული გულგრილობის ჯაჭვი.

ამ ისტორიამ ერთხელ და სამუდამოდაც უნდა გვასწავლოს, რას ნიშნავს თანადგომა, პასუხისმგებლობა და მეგობრობა. ექსკურსიაზე, ლაშქრობაში თუ უბრალოდ გასვლაზე არცერთი წევრი არ უნდა დარჩეს მხედველობის არეალის მიღმა. "ის ცოტას ჩამორჩა", "გზა იცის", "თავისით ჩამოვა" ასეთმა ფრაზებმა შეიძლება ადამიანი დაღუპოს. კლასელები და მეგობრები ერთმანეთზე უნდა აგებდნენ პასუხს ბოლო წუთამდე. დაკარგვის პირველივე წუთები და საათები გადამწყვეტია. შიშის, დაბნეულობის ან პასუხისმგებლობის არიდების გამო დეტალების დამალვა, დაგვიანებული განგაში ან ბუნდოვანი ჩვენებები სამუდამოდ კარგავს კვალს.

ერთადერთი, რაც ოჯახს და საქმეს ეხმარება სრული, უპირობო სიმართლეა პირველივე წამიდან. ჯგუფურ გასვლებს სჭირდება მკაცრი პროტოკოლი, განსაკუთრებით რთულ რელიეფზე და ხალხმრავლობაში (როგორიც ლომისობაა). პასუხისმგებელ პირებს თითოეული მოსწავლის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველსაათობრივი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

დროის გასვლა არ ნიშნავს საქმის დახურვას. საზოგადოებამ არ უნდა მიატოვოს შვილმკვდარი ან დაკარგული შვილის დედა მარტო თავის ტკივილთან. ჩვენი ვალია, მოვითხოვოთ ასეთი საქმეების პერიოდული გადახედვა თანამედროვე ტექნოლოგიებით და ახალი მეთოდებით.

გურიკას ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის ტკივილი ეს არის გაფრთხილება აწმყოსთვის. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ნუ ვიქნებით გულგრილები და ნუ დავტოვებთ მეგობარს მარტო. გურიკა დადიანიძის ისტორია თითოეული ჩვენგანის ტკივილია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა შენი შვილი ექსკურსიაზე მიდის და აღარ ბრუნდება, ხოლო შენ მარტო რჩები პასუხგაუცემელ კითხვებთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ! არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ! თითოეული გაზიარება, თითოეული სიტყვა მხარდაჭერისა, თითოეული შეხსენება ამ საქმის შესახებ არის კიდევ ერთი ნაბიჯი სიმართლისკენ.

მოდით, დავუდგეთ გვერდით ამ დედას. ვაჩვენოთ, რომ ის მარტო არ არის. ჩვენი სოლიდარობა არის ის ძალა, რომელიც არ მისცემს უფლებას ამ საქმეს, რომ ჩაიძიროს. მჯერა, რომ სახელმწიფო და საგამოძიებო უწყებები არ დატოვებენ ამ საქმეს ყურადღების მიღმა. დაინტერესდებიან შესაბამისი უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამდენხანს ეს საქმე როგორ და რატომ იმალებოდა ასე ოსტატურად! გამოიჩენენ გულისხმიერებას, ხელახლა გადახედავენ საქმის მასალებს და გამოიყენებენ ყველა არსებულ რესურსს, რათა ამ გამწარებულ დედას, პასუხები და მშვიდობა დაუბრუნონ," - წერს ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ზმნა

07/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024