Logo

კულტურა

როცა დიდება და ტრიუმფი მოსაწყენი ხდება - ვარსკვლავები მიწას და ბუნებას დაუბრუნდნენ

როცა დიდება და ტრიუმფი მოსაწყენი ხდება - ვარსკვლავები მიწას და ბუნებას დაუბრუნდნენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჰოლივუდის ბრწყინვალება, მილიონიანი ჰონორარები და მსოფლიო აღიარება ბევრისთვის ცხოვრების უმაღლესი მიზანია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც წარმატებული კარიერის შემდეგ გააცნობიერეს, რომ ნამდვილი სიმშვიდე სცენის მიღმა, მიწასთან და ბუნებასთან კავშირშია.

როგორც ჩანს წითელი ხალიჩა, ძვირადღირებული ავტომობილები, დიზაინერების მიერ სპეციალურად შექმნილი სამოსი ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის.

ფაქტია, რომ ხშირად, ადამიანები, ჰარმონიას ბუნებასთან ურთიერთობასა და საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტში პოულობენ.

ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდი

ჰოლივუდის ლეგენდა და „ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი, წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის საქმეში. მას აქვს დიდი ფერმა ვაიომინგში, სადაც ტყის აღდგენასა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვაზე მუშაობს. ფორდი ხშირად ამბობს, რომ ბუნებასთან ყოფნა მისთვის ერთგვარი მედიტაციაა.

მეთიუ მაკ-კონაჰი

მეთიუ მაკ კონაჰიი

ოსკაროსანი მსახიობი მეტიუ მაკჰონაჰი უკვე წლებია ოჯახთან ერთად ტეხასში ცხოვრობს. მან შეგნებულად დატოვა ქალაქის ხმაური და დღეს საკუთარ დროს მიწასთან მუშაობას, ბოსტანს და შვილების ბუნებასთან ახლოს აღზრდას უთმობს. მსახიობის თქმით, ეს არჩევანი მას შინაგან თავისუფლებას აძლევს.

მორგან ფრიმენი

მორგან ფრიმენი

მორგან ფრიმენი არაჩვეულებრივი მსახიობია, თუმცა მისი საქმიანობა ბუნების დაცვის მიმართულებით, არანაკლებ მასშტაბურია. მსახიობი ჯერ კიდევ 2014 წელს გადავიდა მისისიპიში მდებარე საკუთარ ფერმაში საცხოვრებლად და ფერმა ფუტკრების თავშესაფრად გადააქცია.

ფრიმენი დღემდე აქტიურად ეწევა მეფუტკრეობას და ამბობს, რომ ფუტკრებთან ურთიერთობამ მას სულიერი სიმშვიდე მოუტანა.

გვინეტ პელტროუ

გვინეტ პელტროუ

მსახიობი და ბიზნესვუმენი გვინეტ პელტროუ ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული ხედვით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ პელტროუს სრულად არ უთქვამს უარი ქალაქურ ცხოვრებაზე, იგი აქტიურად უჭერს მხარს ორგანულ მეურნეობას და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა დიდი ხანია მისი ცხოვრების წესად იქცა.

ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ჯულია რობერტსი, ოჯახთან ერთად ნიუ-მექსიკოს ფერმაში ცხოვრობს. ის იშვიათად ჩნდება წითელ ხალიჩებზე და ამბობს, რომ მიწასთან სიახლოვემ ცხოვრების ნამდვილი ღირებულებები დაანახვა. რობერტსი ამბობს, რომ ფერმა მისთვის უბრალოდ „განტვირთვის ადგილი“ აღარაა, ის მისი პირადი სივრცეა, სადაც მოშორებულია ჰოლივუდის ხმაურიან გარემოს და სიმშვიდესა და ჰარმონიას ყოველდღიურ შრომაში პოულობს.

ჯულია

ოპრა უინფრი

სატელევიზიო წარმატების შემდეგ, ოპრა უინფრიმ გადაწყვიტა თავისი ხელით მოყვანილი ხილითა და ორგანული ბოსტნეულით გამოკვებოს ოჯახი. ყოველ კვირეულად, ის ათობით კილოგრამ ბოსტნეულს კრეფს საკუთარ ბოსტანში. შემდეგ ამით სხვასაც აძლევს ჯანსაღ მაგალითს და შრომის ნაყოფის სოციალურ ქსელში გაზიარებით, გამომწერებს ახალისებს.

ოპრა უინფრი

ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდის ოჯახმა, კოვიდის ლოქდაუნის დროს, პენსილვანიაში ფერმა გააშენა და მას შემდეგ დიდი ენთუზიაზმით მოჰყავთ ბოსტნეული. ამაში, დედის მსგავსად, ბელა და მისი და მონაწილეობენ.

ბელა ჰადიდი

დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემს, თავისი ულამაზესი დეკორატიული ეზოს შექმნაში, დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან თვითონ დარგო შვედური ვარდების ბუჩქები. საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავს თავისი ხელით მოჰყავს მწვანე ხახვი და ბოსტნეული, უვლის ქათმებს და ამით დიდ რელაქსსაც იწყობს.

ბექჰემი

ავტორი: ზმნა

01/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024