
09/15/2026
რთველი მხოლოდ ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის მარტივი პროცედურა არ არის.
იმისათვის, რომ პროცესმა სიამოვნება მოგვანიჭოს და და შედეგიც საუკეთესო მივიღოთ, მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის დაგეგმილი ღვინის დაყენების, შენახვისა და ჩამოსხმის მთელი პროცესი და გვიწყობს თუ არა ხელს ღვინის დაწურვისთვის საჭირო ინვენტარი.
სწორედ ამიტომ, რთველი 2026-ისთვის მზადებისას, სასურველია წინასწარ გადავამოწმოთ ყველა საჭირო ნივთი ყურძნის გადასამუშავებელი ინვენტარიდან დაწყებული, ღვინის შესანახი ჭურჭლითა და ჩამოსხმისთვის საჭირო აქსესუარებით დასრულებული.
რთვლისათვის საჭირო პროდუქციის ფართო არჩევანს, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შეხვდებით.
აქ ერთ სივრცეში ნახავთ ყველაფერს, რაც ყურძნის კრეფიდან, ღვინის სუფრაზე მიტანამდე შეიძლება დაგჭირდეთ.
ყურძნის დაწურვა
რთვლის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი ეტაპი ყურძნის დაწურვაა.

ამ პროცესის გასამარტივებლად პრაქტიკული არჩევანია მექანიკური წნეხი, რომელიც ყურძნიდან წვენის ეფექტურად გამოწურვის შესაძლებლობას იძლევა და ხელით მუშაობასთან შედარებით ფიზიკურ დატვირთვას მნიშვნელოვნად ამცირებს.
წნეხის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მოცულობას. თუ მცირე რაოდენობის ყურძენს ამუშავებთ, დიდი ზომის მოწყობილობა აუცილებელი არ არის, ხოლო უფრო მასშტაბური რთვლისთვის შესაბამისი ტევადობის მოდელი პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.
ღვინის შენახვა - ავზი თუ რეზერვუარი?
ღვინის დაყენებისა და შენახვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შესაბამისი ჭურჭლის შერჩევაა.

ავზი და რეზერვუარი საშუალებას გაძლევთ, დიდი რაოდენობის სითხე ერთ სივრცეში მოათავსოთ და მისი შენახვა უფრო ორგანიზებული გახადოთ.
განსაკუთრებით პრაქტიკული გადაწყვეტილებაა რეზერვუარი პნევმატიკური სისტემით. მოძრავი თავსახური ღვინის მოცულობის შესაბამისად იწევა ზემოთ ან ქვემოთ და ამცირებს სითხის ზედაპირზე ჰაერთან კონტაქტისთვის დარჩენილ სივრცეს.
ასეთი სისტემა მოსახერხებელია მაშინ, როდესაც რეზერვუარი ბოლომდე შევსებული არ არის და ღვინის შენახვისთვის შედარებით დაცული პირობების შექმნა გვჭირდება.
ავზისა თუ რეზერვუარის არჩევისას კი პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, დაახლოებით რა რაოდენობის ღვინის დაყენებას გეგმავთ და სად განთავსდება ჭურჭელი.
ღვინის გაფილტვრა
ღვინის დამზადების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია ფილტრაციაც.
ღვინის ფილტრი სითხიდან არასასურველი ნაწილაკების მოცილებასა და უფრო სუფთა, გამჭვირვალე პროდუქტის მიღებაში გვეხმარება.
ფილტრაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება ღვინის დაყენების შემდგომ ეტაპზე, როდესაც სასმელს ჩამოსასხმელად ამზადებთ. სწორედ ამიტომ, ფილტრი იმ ინვენტარის ჩამონათვალშია, რომლის მომარაგებაც უშუალოდ რთვლის დღეებამდე არ უნდა გადადოთ.

ჭაჭის გამოყენება
რთველი ტრადიციულად მხოლოდ ღვინის დაყენებით არ სრულდება. ყურძნის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ჭაჭისგან ბევრ ოჯახში არაყს ხდიან. ამისთვის საჭიროა შესაბამისი არყის სახდელი, რომლის არჩევისასაც, სხვა მოწყობილობების მსგავსად, როგორც მოცულობა, ისე გამოყენების სიმარტივეც მნიშვნელოვანია.
თუ ჭაჭის გამოხდას ყოველწლიურად გეგმავთ, ხარისხიანი და თქვენთვის შესაბამისი ტევადობის სახდელი ერთჯერადი სეზონური ნივთი აღარ არის. ის შეიძლება მრავალი რთვლის განმავლობაში გამოიყენოთ.
მინის ბოცა მცირე რაოდენობის ღვინისთვის
ყველა შემთხვევაში დიდი ავზი ან რეზერვუარი საჭირო არ არის. მცირე რაოდენობის ღვინის, ან სხვადასხვა საცდელი პარტიის შესანახად მინის ბოცა განსაკუთრებით მოსახერხებელია.
ბოცა პრაქტიკულია როგორც დამზადების სხვადასხვა ეტაპზე, ისე უკვე მზა პროდუქტის შესანახად.
გამჭვირვალე მინა კი საშუალებას გაძლევთ, შიგთავსის მდგომარეობას ვიზუალურადაც დააკვირდეთ.
ჩამოსხმა და სუფრაზე მიტანა
როდესაც ღვინო მზად არის, ყურადღება უკვე მის სწორ ჩამოსხმასა და შენახვაზე გადადის. ამისთვის საჭიროა შესაბამისი ღვინის ბოთლი, ხოლო ბოთლის ყელისა და საცობის შესაფუთად შეიძლება გამოყენებული იყოს სპეციალური ჩაჩი, დამცავი და დეკორატიული შეფუთვა, რომელიც ბოთლს დასრულებულ იერს აძლევს.

თუ ღვინის არა მხოლოდ შენახვას, არამედ სუფრაზე სწორად მიტანასაც აქცევთ ყურადღებას, მაშინ გრაფინი და შესაბამისი ღვინის ჭიქებიც დაგჭირდებათ.
გრაფინი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ღვინის ბოთლიდან სხვა ჭურჭელში გადატანა გსურთ, ხოლო სწორად შერჩეული ჭიქა მისი არომატისა და გემოს აღქმასაც უწყობს ხელს.
რთვლისთვის ყველაფერი წინასწარ მოამზადეთ
რთვლის დღეებში დროის დიდი ნაწილი ისედაც ყურძნის დაკრეფას, გადამუშავებასა და ღვინის დაყენებას მიაქვს, ამიტომ საჭირო ინვენტარის მოძიების გადადება ბოლო წუთამდე არ ღირს.
წინასწარ შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა გამართული წნეხი, საკმარისი მოცულობის ავზი ან რეზერვუარი, ფილტრაციისთვის საჭირო მოწყობილობა, ბოცები, ბოთლები და სხვა აუცილებელი აქსესუარები.

იმ შემთხვევაში, თუ რთვლისათვის საჭირო მოწყობილობის თქვენს კოლექციას რომელიმე საჭირო ნივთი აკლია, მის ადვილად პოვნას და შერჩევას "მიჰაუსში" მარტივად შეძლებთ.
ჰიპერმარკეტში, საჭირო ინვენტარის შერჩევასა და შეძენაში, გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან. სწორად მიღებული გადაწყვეტილება და საუკეთესო ინვენტარი კი რთვლის პროცესს ნაკლებად შრომატევადს, უფრო ორგანიზებულსა და კომფორტულს გახდის.
გააზიარე სტატია