Logo

სააღდგომო კვერცხების შენახვის არასწორი პრაქტიკა - მაია ბუწაშვილი განმარტავს

სააღდგომო კვერცხების შენახვის  არასწორი პრაქტიკა - მაია ბუწაშვილი განმარტავს

04/16/2026

ტექსტის ზომა

თუ სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები ისევ დაგრჩათ და კვირაცხოვლობისთვისაც ინახავთ, სასურველია იცოდეთ, რამდენად უსაფრთხოა მათი საკვებად გამოყენება შეღებვიდან ამდენი დღის შემდეგ.

კვერცხი


ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა ვადით ინახება მოხარშული კვერცხი, როდის ხდება ის სარისკო და რომელ გავრცელებულ შეცდომას უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ და შეგახსენებთ, რომ მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია და უმაცივროდ ძლებს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 1 კვირამდე.

თუ ნაჭუჭი გატეხილია, მაშინ მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა სამ დღემდე მცირდება.

კვერცხი

სააღდგომო კვერცხების შენახვის კიდევ ერთი არასწორი პრაქტიკაა უმი კვერცხის კონტეინერში შეღებილი კვერცხების ჩალაგება (ხშირად შეღებილი კვერცხი მაღაზიებში ასე იყიდება). ეს კონტეინერი უმი კვერცხის ნაჭუჭით არის დაბინძურებული და შეღებილი კვერცხის ნაჭუჭის კონტამინაციას ახდენს.

დღესასწაულების პერიოდში და შემდეგ მოწამვლა საკმაოდ ხშირია საკვების დიდი ხნით და არასწორი შენახვის გამო. ამას ხელს უწყობს ალკოჰოლის უზომო რაოდენობით მიღებაც. გისურვებთ ჯანმრთელობას," - წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კვერცხიმაია ბუწაშვილირჩევებიშენახვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026