Logo

"საბერძნეთიდან დამირეკეს" - მამა პაისის მოძღვარი, მამა ტიხონი წმინდანად შეირაცხა

"საბერძნეთიდან დამირეკეს" - მამა პაისის მოძღვარი, მამა ტიხონი წმინდანად შეირაცხა

02/11/2026

ტექსტის ზომა

მსოფლიო საპატრიარქომ დღეს, 11 თებერვალს, მამა პაისის მოძღვარი, ათონის წმინდა მთის უდიდესი მოღვაწე, ასკეტი ბერი, მამა ტიხონ კაფსალელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ტიხონ ათონელი უწოდა - ამ ინფორმაციას რელიგიური გვერდი "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" ავრცელებს.

წმინდა ტიხონმა 60 წელი იცხოვრა ათონის წმინდა მთაზე. იგი გახლდათ სიყვარულის მოძღვარი, თავდაბალი და ასკეტი მოღვაწე.

ალექსი მოსიაშვილი: საბერძნეთიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მამა ტიხონი დღეიდან შეირაცხა და კანონიზირდა წმინდანად. ის ამიერიდან მოიხსენიება წმინდა ტიხონად. როდის იქნება მისი ხსენების დღე, ამ და სხვა დეტალებს შეგატყობინებთ.

შეგეწიოთ და გიშუამდგომლოთ ღვთის წინაშე. წმინდა მამა პაისისთან და მამა არსენისთან ერთად დაგიფაროთ და გაგახაროთ...
წმინდა ტიხონის ლოცვა შეგვეწიოს.

წმინდა ტიხონი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026