ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეკა ხოფერიას "შეხვედრებში" ინგა გრიგოლიამ აღიარა მიზეზი, რის გამოც ავტომობილით აღარ დადის. როგორც აღმოჩნდა, ტელეჟურნალისტს საჭესთან პანიკური შეტევები ეწყებოდა, ამიტომ მასზე უარი თქვა.
ინგა გრიგოლია: ხუთი წელია მანქანას არ ვატარებ. მთელი ცხოვრება ვატარებდი. მანქანა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი. ღამის პირველ საათზე გადაცემას რომ ვამთავრებდი, მანქანაში კასეტას (მერე სიდიზე გადავედით) შევაგდებდი და განმუხტვას ვიწყებდი, ახალ ენერგიას ვიძენდი. დაგროვილი მუხტი რომ გამოსულიყო, მახსოვს, მარტო, ღამე მივდიოდი მცხეთაში, არმაზისკენ, გზაში მუსიკას ვუსმენდი და მერე უკან ვბრუნდებოდი.
აღმოვაჩინე, რომ საჭესთან პანიკური შეტევები მემართებოდა. ერთი-ორჯერ, ისნის ტერიოტორიაზე, აღქმა დავკარგე, სად ვიყავი. ვიფიქრე, პატრულს ვთხოვ დახმარებას-მეთქი. დამეწყო პანიკური შეტევები და ჩემს საყვარელ გარემოში, მანქანაში უკვე ვიტანჯებოდი. სტრესი მქონდა. ორი საქმიანი შეხვედრა ჩამეშალა, საცობში აღმოვჩნდი.
ერთხელ მარიამი მოვიდა და მითხრა, მანქანა გავყიდე და თუ შეგიძლია, ორი კვირით შენი მანქანა მათხოვე, სანამ ახალს შევარჩევო. მარიამმა რა უნდა მთხოვოს, რომ არ შევუსრულო. ვირით ვივლიდი. ერთ კვირაში აღმოვაჩინე, რომ ისეთი ბედნიერი ვარ, მომეხსნა სტრესი, არანაირი პანიკური შეტევა არ მქონია და საერთოდაც, ვარ ბედნიერი! გავიდა ათი დღე, კარგად ვარ! მარიამს ვუთხარი, აღარ იპოვო ახალი მანქანა, ჩემი წაიყვანე-მეთქი.
ხანდახან ვფიქრობ, ქალაქგარეთ წასასვლელად პატარა მანქანა ხომ არ ვიყიდო-მეთქი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ მინდა.
06/18/2026