Logo

ყველაფერი ბავშვებზე

საჭიროა თუ არა მკურნალობა, როცა ახალშობილს დღე და ღამე ერევა? - პედიატრი თამარ ობგაიძე გვირჩევს

საჭიროა თუ არა მკურნალობა, როცა ახალშობილს დღე და ღამე ერევა? - პედიატრი თამარ ობგაიძე გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრი ახალბედა მშობელი ჩივის, რომ მისი პატარა დღის განმავლობაში მშვიდად იძინებს, ღამით კი აქტიურია და ფხიზლობს. ამ მოვლენას ხშირად „დღე-ღამის არევას“ ეძახიან.

არის თუ არა ეს საშიში "დღე-ღამის არევა" და როგორ ყალიბდება ბავშვის შინაგანი ბიოლოგიური საათი? ამ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს და განმარტავს, რა როლს ასრულებს დედის ორგანიზმი და დედის რძე პატარას ძილის რეჟიმის რეგულირებაში.

თამარ ობგაიძე

„ზოგჯერ ხდება ხოლმე ასე, ახალშობილი ფხიზლობს ღამის განმავლობაში და სძინავს დღისით. არის თუ არა ეს საშიში და სჭირდება თუ არა ამას მკურნალობა?

საქმე იმაშია, რომ ჩვენს ძილ-ღვიძილზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ მთავარი, ეს არის ჩვენი შინაგანი საათი, რომელიც ნაყოფს არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული.
შესაბამისად, მისი განვითარება იწყება მუცლადყოფნის პერიოდში და მთავარი ტონის მიმცემი და განმსაზღვრელი არის დედის ორგანიზმი.

ბავშვი

დედის ორგანიზმიდან ამ თვისების გადაცემა და განსაზღვრა გრძელდება დაბადების შემდგომაც, ძუძუთი კვების პერიოდში. დედის რძეში არსებული მთელი რიგი ნივთიერებები და უპირველეს ყოვლისა, ტრიპტოფანი, რომელიც არის ამინომჟავა, მელატონინის წინამორბედი ნივთიერება, არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ბავშვის ძილ-ღვიძილის რიტმის საბოლოო ჩამოყალიბებისა და ეხმარება ბავშვს ამ პროცესში.

ბავშვი

მელატონინის რაოდენობა დედის რძეში დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. ისევე, როგორც სხვა ნივთიერებების, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ დედის რძე არის ცოცხალი ნივთიერება.

სჭირდება თუ არა ამ პრობლემას მკურნალობა? არა, არ სჭირდება, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიური საათი ამასობაში თავისთავად ყალიბდება და დაახლოებით 6-8 კვირის ასაკის შემდეგ, უკვე ჩამოყალიბებულია ჩვეულებრივი დღე-ღამის რიტმი. ანუ დღე სიფხიზლე თანდათანობით და ღამის განმავლობაში ძილის პერიოდი. ასე რომ, ამ მდგომარეობას მკურნალობა არ სჭირდება,“ - ამბობს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

05/21/2026

დღე და ღამეთამარ ობგაიძეპედიატრიჩვილიძილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024