Logo

ჯანმრთელობა

საჭიროა თუ არა რკინის დანამატის მიღება ორსულებში?

საჭიროა თუ არა რკინის დანამატის მიღება ორსულებში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"უღრანი ტყის ბოლოს სინათლემ გამოანათა" - ასე აფასებს დერმატოლოგი ზაზა თელია USPSTF- ის მიერ მიღებულ რეკომენდაციას ორსულებში რკინის განსაზღვრასა და დანამატის სახით მიღებასთან დაკავშირებით.

ამერიკელ ექსპერტთა საბჭოს მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს მიღებული რეკომენდაციის მიხედვით, ასიმპტომურ, ჯანმრთელ ორსულებში, რუტინულად რკინის განსაზღვრა სისხლში რკინის ნაკლებობის, რკინა-დეფიციტური ანემიის პრევენციის მიზნით და რკინის დანამატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული .

USPSTF-ის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ რკინის დეფიციტის სკრინინგი აუმჯობესებს დედის ან ნაყოფის მდგომარეობას.

ასევე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ ყველა ჯანმრთელმა ორსულმა პრევენციულად უნდა მიიღოს რკინის დანამატი, თუ არ აქვს დადასტურებული დეფიციტი.

თუ ქალი ჯანმრთელია, თუ მას არ აქვს ანემიის ნიშნები და რაიმე ტიპის რისკ-ფაქტორები, მაშინ ავტომატურად და ყველასთვის ერთნაირად რკინის დანიშვნა აღარ ითვლება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკად.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ რეკომენდაციას იძლევა რკინის რუტინული კვლევისა და დანამატების მიღებაზე ორსულებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ანემიის გავრცელება მაღალია.

ამიტომ გაითვალისწინეთ, 2024 წლის განახლებული ამერიკული რეკომენდაცია ეჭვის ქვეშ არ აყენებს რკინის მნიშვნელობას ორსულობაში, არამედ ცვლის მიდგომას. „რუტინული და ყველასთვის“ დანიშვნის ნაცვლად, აქცენტი ინდივიდუალურ შეფასებაზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე გადადის.

ანემიის მქონე და ცუდი კვების მქონე ქალებში, ასვე მაღალი რისკის ჯგუფის ორსულებში, რკინა კვლავ მკაფიოდ რეკომენდებულია.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი თქვენი მკურნალი ექიმი იღებს.

ავტორი: ზმნა

02/27/2026

დანამატიდეფიციტიორსულირკინა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024