Logo

სად ააგო მურმან ჯინორიამ ტაძარი?

სად ააგო მურმან ჯინორიამ ტაძარი?

07/31/2026

ტექსტის ზომა

მურმან ჯინორია ახლა 79 წლისაა. ზაფხულს სამეგრელოში, თავის სოფელში ატარებს. მსახიობმა ულამაზესი სახლი ააშენა. თავისი სახლის აივანზე ჯდომას და ფიქრს, ცოტა რამ თუ ურჩევნია. უღრმავდება საყვარელი პოეტების ლექსების სტრიქონებს. ამბობს, რომ ისე, როგორც სოფელში, ქალაქში ვერ ფიქრობს.

მართლა ულამაზეს ადგილას, მთების ფონზე დგას ლამაზი სახლი.

მურმან ჯინორიამურმან ჯინორია

მსახიობმა საკუთარი სახლის გარდა, სოფელში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ააშენა - უფლის სახლი. "იმედის" ეთერში მან ეს ისტორია გაიხსენა.

მურმან ჯინორია: ღმერთმა, თავისი ნებით, ეს შემაძლებინა.

ტაძრის მშენებლობა 2003 წელს დავიწყე და 2009 წელს დავამთავრე. მთლიანობაში შვიდი წელი მოვუნდი.

- თქვენი სახსრებით?

- ჰო. იცით რა, მთავარი ერთია - ჩაგიჯდეს, ღმერთმა უნდა მოგცეს ნება.

პატრიარქთან რომ მივედი, ტაძრის აშენება მინდა, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი რომ ვუთხარი, ჯანმრთელობით როგორ ხართო, მკითხა.

მეშვიდე წელს, როცა მშენებლობას ვასრულებდი, ჩემი სახლიდან ტაძრამდე, სამი ეზოა გასავლელი და მე, ძალა იმდენად გამომეცალა, რომ ღობე-ღობე მივდიოდი...

მურმან ჯინორია

ეტყობა, რაღაც ძალები მოქმედებენ შენზე, ძალა რომ გამოგაცალონ და არ გაგაკეთებინონ ეს საქმე; მაშინ გავიგე, რატომ მკითხა პატრიარქმა ასე - ჯანმრთელობით როგორ ხართო?

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026