Logo

კულტურა

"სად არის მხატვარი? ის გენიოსია!" - სად წამოიძახა "სუხიშვილებით" აღფრთოვანებულმა სალვადორ დალიმ

"სად არის მხატვარი? ის გენიოსია!" - სად წამოიძახა "სუხიშვილებით" აღფრთოვანებულმა სალვადორ დალიმ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნიუ-იორკში, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის რეპეტიციაზე, მოულოდნელად სალვადორ დალი აღმოჩენილა. თურმე, ესპანელი მხატვარი, ქართული ცეკვის კოსტიუმებმა ისე აღაფრთოვანა, რომ ყვიროდა: სად არის მხატვარი, ის გენიოსია!. მხატვარი კი არსად ჩანდა. ხელოვანი, რომელმაც მარტო სალვადორ დალი კი არა, მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. მან ქართული თეატრალური მხატვრობის მთელი ეპოქა შექმნა.

სოლიკო ვირსალაძე

1931 წლიდან სოლიკო ვირსალაძე ნინო რამიშვილისთვის და ილიკო სუხიშვილისთვის ქმნიდა სასცენო კოსტიუმებს, შემდეგ კი სუხიშვილების ანსამბლის უცვლელი დიზაინერი იყო. აჭარულის, სამაიას, აფხაზურის, ჯეირანის, ხორუმის, სიმდის კოსტიუმები მისი შექმნილია. როგორც თავად დიდი ხელოვანი იხსენებდა, როცა ანსამბლისთვის კოსტიუმებზე დავიწყეთ მუშაობა, ფული არ გვქონდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდიო.

სუხიშვილები

ნინო სუხიშვილი კი იხსენებს ლეგენდარულ ისტორიას, თუ როგორ იქმნებოდა კოსტიუმები.

"სოლიკო ბებიას და ბაბუას 60 წელი გვერდით ედგა და ის მათთვის ოჯახის წევრიც იყო. მისნაირ მოკავშირეს, საკუთარი იდეის განხორციელებაში, ნინო და ილიკო სხვას ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურად მონაწილეობდა და პირველი კოსტიუმებიც ანსამბლისათვის საკუთარი ხელით გააკეთა - უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით.

სუხიშვილები

მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგან შორიდან აბრეშუმის და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა", - იხსენებს ნინო სუხიშვილი.

სუხიშვილები

ავტორი: ზმნა

07/02/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024