Logo

ასტროლოგია

სად და როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ 2026 წელი წარმატებული იყოს?

სად და როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ 2026 წელი წარმატებული იყოს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფენ შუი უძველესი პრაქტიკაა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეში ენერგიების დაბალანსებას უწყობს ხელს და ჩვენს ცხოვრებაში პოზიტივი და სიუხვე მოაქვს.

როგორ უნდა მოაწყოთ სახლი ფენ შუის მიხედვით ისე, რომ 2026 წლის ენერგიას შეესაბამებოდეს?

გთავაზობთ ფენშუის სპეციალისტის ეკა კვარაცხელიას რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ სახლის რომელ სექტორში და როგორ უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ 2026 წელი წარმატებული იყოს.

ეკა კვარაცხელია

„მე და თქვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ახალ წელს შუაღამისას ჩაფიქრებული სურვილები გარდაუვალად ახდება. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამყაროს, რომ ჩვენი სურვილები ზუსტად გაიგოს და ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოს.

ამაში აუცილებლად დაგვეხმარება საახალწლო ნაძვის ხე! უფრო სწორად, არა თავად ნაძვის ხე, არამედ მისი სადღესასწაულო მორთულობა.

პირველ რიგში, კომპასის დახმარებით განსაზღვრეთ საკუთარი სახლის სექტორები. ნაძვის ხე დადგით მიმდინარე თვის ენერგიების გათვალისწინებით. ენერგიები ყოველთვე იცვლება და შესაძლოა ნაძვისათვის,ან უკიდურეს შემთხვევაში ნაძვის ხის ციმციმებისათვის მაინც, ადგილის შეცვლა მოგიწიოთ.

ნაძვის ხე

სად დავდგათ ნაძვის ხე, რომ წელი წარმატებული იყოს?

მოციმციმე ნათურების განსათავსებლად ორი სექტორია ხელსაყრელი - აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი. აირჩიეთ მათგან თქვენთვის მოსახერხებელი, ან გაააქტიურეთ ორივე!

აღმოსავლეთი სექტორი უბრალოდ შესანიშნავია ნაძვის ხის განსათავსებლად და ნათურების ჩასართავად.

ნაძვის ხე

ამ სექტორში მოციმციმე შუქები გააძლიერებს ოჯახურ ურთიერთობებს, თუ უკვე ურთიერთობაში ხართ დააჩქარებს ქორწილს, თუ დიდი ხანია ბავშვის გაჩენას გეგმავთ, ხელს უწყობს ჩასახვას, შექმნის ყველა პირობას ბედნიერი ოჯახური მოვლენების აღსანიშნავად, დაგეხმარებათ ახალ შეხვედრასა და რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში და საერთო ენის პოვნაშიც მათთანაც კი, ვისთანაც დიდი ხანია კონფლიქტი გაქვთ.

ამ სექტორში მორთული ნაძვის ხე ასევე ხელს შეუწყობს წარმატებას თქვენს კარიერაში, ბიზნესში, სიმდიდრესა და უძრავ ქონების მართვაში.

შესანიშნავი სექტორია ფინანსური ტრანზაქციებისთვის, დაწინაურებისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად.

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, საჭიროების შემთხვევაში კი სამუშაოს წარმატებული შეცვლა.

ასევე შესანიშნავი სექტორია სამხრეთ-აღმოსავლეთი.ეს დეკემბრის თვეში ყველაზე ხელსაყრელი სექტორია, ანთებული შუქები კი კიდევ უფრო გააძლიერებს სექტორის ენერგიას.

ნაძვის ხე

სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში სასურველია ცოცხალი გირლანდების განთავსებაც. ეს მყისიერად აამაღლებს განწყობას და შეუძლია დეპრესიის მოხსნაც კი.

სამხრეთ-აღმოსავლეთის ენერგიის გააქტიურებით თქვენ შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, უფრო ადვილი და სასიამოვნო გახდება ახალი ცოდნის შეძენა და ათვისება, ძალიან დაგეხმარებათ თუ გამოცდებისთვის, გასაუბრებისთვის ემზადებით ან წიგნის გამოცემას გეგმავთ.

ნებისმიერი ინტელექტუალური აქტივობა მოგიტანთ წარმატებას, სიმდიდრეს და პოპულარობას. გაჩნდება ახალი რომანტიკული, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, ამავდროულად, გაძლიერდება მშვენიერი რომანტიკული განწყობა, ზეიმის განცდა, გაიზრდება შემოქმედებითი ენერგიის მარაგი, განვითარების, სწავლისა და ახალი გატაცებების აღმოჩენის სურვილი.

ნაძვის ხე

რაც შეეხება საახალწლო ფერებსა და დეკორებს: ამ ორ სექტორში ნაძვის ხე შეიძლება მოირთოს მწვანედ. მისაღებია მისი ყველა ელფერი - რბილი ზეთისხილიდან მუქ ზურმუხტისფრამდე.მათ შორის ღია მწვანე, პიტნისფერიც. მწვანე ფერებს შეგიძლიათ შეუთავსოთ ვარდისფერი, შინდისფერი ან თუნდაც მკვეთრი წითელი და ოქროსფერი.

ახალი წელი

დეკორში გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები, ფიჭვის გირჩები ან თუნდაც ხის სათამაშოები.

ზედა ნაწილი მორთეთ მზის ფორმის კაშკაშა დეკორაციებით - ეს გახლავთ მომავალი წლის სიმბოლო. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დეკორატიული სანთლები. აირჩიეთ ფერის შესაბამისი ტექსტილი.

ძაფზე შეკრიბეთ გამხმარი ფორთოხლის ნაჭრები და დარიჩინის ჩხირები და ეს შექმნის 2026 წლის ახალი წლის დაუვიწყარ სურათს და დაკიდეთ იგი ნაძვის ხეზე.

ახალი წელი

რაც შეეხება დარჩენილ სექტორებს, შეგიძლიათ ნაძვის ხე ნებისმიერ მათგანში დადგათ, მაგრამ უმჯობესია, თავი აარიდოთ გირლანდებს, სანთლებს და ფიზიკურ აქტივობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ორი სექტორის გააქტიურება დეკემბერში, ანუ 7 დეკემბრიდან 5 იანვრამდეა შესაძლებელი.

5 იანვრის შემდეგ უკეთესი იქნება, თუ მოციმციმე გირლანდით, ან უბრალოდ გირლანდით, ნაძვის ხეს აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთში გადაიტანთ.

სამხრეთ-დასავლეთის სექტორში განათება დაგეხმარებათ:

ახალი ბიზნესის დაწყებაში, ფულის გამომუშავებაში, დისციპლინის გაძლიერებაში, კარიერულ წინსვლაში, სამსახურის შეცვლაში, სწავლასა და მასალის უფრო სწრაფად და მარტივად დამახსოვრებაში.

ნაძვის ხე

შეგახსენებთ! მოციმციმე შუქებმა ან ანთებულმა სანთლებმა ჩრდილო-დასავლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეიძლება უამრავი პრობლემა გამოიწვიოს და ავადმყოფობის ენერგია გააღვივოს. ფრთხილად იყავით!

იმ შემთხვევაში თუ ნაძვის ხის დადგმა მხოლოდ ამ სექტორებში შეგიძლიათ, დადგით იქ, სადაც თავისუფალი ადგილი გექნებათ, სადაც ყოველ წელს დგამთ, სადაც ნებისმიერს შეეძლება მიუახლოვდეს და დეკორაციები დაათვალიეროს. მაგრამ ნაძვის ხეზე მოციმციმე ნათურები არ დაკიდოთ.

ახალი წელი

ფიჭვის გირჩების, სადღესასწაულო ბურთებისა და გირლანდის კომპოზიცია ლარნაკში ან ჩვეულებრივ ქილაში მოათავსეთ. გამოიჩინეთ კრეატიულობა! და ლარნაკი „სწორ“ სექტორში მოათავსეთ.

ყველაფრის შერწყმა შესაძლებელია, რატომაც არა?

საშობაო ნაძვის ხის განათება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, მაგრამ თუ თარიღის არჩევა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ გაითვალისწინეთ:

მოერიდეთ ოთახის მორთვას, ნაძვის ხის დადგმას ან ზოგადად ზედმეტად აქტიურობას 11, 12, 14, 15, 20, 23, 24, 26, 27 და 28 დეკემბერს.

თუ გსურთ, რომ თქვენმა ლამაზმა ნაძვის ხემ რაც შეიძლება დიდხანს გაგახაროთ, გამოიყენეთ შემდეგი თარიღები: 9, 10, 17, 18, 19, 22, 29, 30 და 31 დეკემბერი.

ნაძვის ხე

ქვემოთ მითითებული დღეები და საათები კარგი დროა საშობაო ნაძვის ხისა და ოთახების მორთვის დასაწყებად.

●9 დეკემბერს საუკეთესო დრო გახლავთ 07:00-09:00 დროის შუალედი.

არ მორთოს ცხენის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 10 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 07:00,09:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ თხის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 17 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 09:00-11:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ ვეფხვის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 18 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 11:00-13:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ კურდღლის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 19 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 09:00-11:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ დრაკონის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 22 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 15:00-17:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ თხის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

●29 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 13:00-15:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ ვეფხვის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

●30 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 11:00-13:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ კურდღლის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

● 31 დეკემბერს საუკეთესო დროის შუალედი გახლავთ 11:00-13:00 დროის შუალედი.

არ მორთოთ დრაკონის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

ნაძვის ხე

თუ წარმატებით განათავსეთ საშობაო ნაძვის ხე, რომელიც გირლანდებით არის მორთული, სასურველ სექტორში, ან გადაწყვიტეთ გირლანდების ჩამოკიდება თქვენი სახლის აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაშინ ჩართეთ ისინი ყოველთვის, როცა განწყობა გექნებათ, როცა გსურთ სადღესასწაულო ატმოსფეროს ან რომანტიკული განწყობის შექმნა.

შეგახსენებთ, ნაძვის ხე შეგიძლიათ დადგათ ყველგან, მაგრამ გირლანდები და ციმციმები ჩამოკიდეთ აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე ნაძვის ხეზე. სხვა სექტორში მათი დაკიდება არ შეიძლება.

ავტორი: ზმნა

12/01/2025

ახალი წელიეკა კვარაცხელიანაძვის ხეფენ შუი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024