Logo

ეს არ გამოგრჩეთ

სად ეძებდნენ თამარ მეფის უკანასკნელ განსასვენებელს და რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა?

სად ეძებდნენ თამარ მეფის უკანასკნელ განსასვენებელს და რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, რომელთაც საზოგადოება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელის“ მცველებად იცნობს, ათი წელია, რაც წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიის ქვაკუთხედის გაცოცხლებითა და თამარ მეფის საფლავის ძიებით არიან დაკავებულნი. ფეისბუქ გვერდზე "დედოფალი" მუდმივად წერენ სიახლეებს და ახალ-ახალ მიგნებებს, რაც ამ დაუვიწყარ თავგადასავალში ხვდებათ გზადაგზა. კვლევა-ძიებას ფილმის სახე მისცეს და "ქართული იერუსალიმი" უწოდეს.

ქართული იერუსალიმი

"საიდუმლოდ დარჩენილი ამბავი, ქართველ მეფეთა მიწისქვეშეთში გამქრალი საფლავები! სად ეძებდნენ თამარ მეფის უკანასკნელ განსასვენებელს და რა აღმოაჩინეს სინამდვილეში? ჩვენ დახურულ საცავს გაჩვენებთ, რომელში დაცულ არტეფაქტებს, შესაძლოა ისტორიის შეცვლაც კი შეუძლიათ. არსებობს ჩასასვლელი, რომელიც შოთა რუსთაველის საფლავთან ჩადის. დროა ეს ამბებიც გიამბოთ" - ვკითხულობთ ფეისუბუქგვერდზე "დედოფალი", სადაც თამარ მეფის საფლავის მკვლევარები ვიდეოს აქვეყნებენ.

ვიდეო

იერუსალიმი

"კრიპტაში ექვსი ქართველი მეფის საფლავი ვიხილე" - წერია დღიურებში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, იერუსალიმში მოგზაურობის შემდეგ, ერთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაწერა. ის პატივისცემის ნიშნად ერთი შენობის მიწისქვეშეთში ჩაიყვანეს. სწორედ ეს მიწისქვეშეთი ქართველების უდიდეს საიდუმლოს ინახავდა. უთხრეს, ისეთ რამეს აჩვენებდნენ, რომლის შესახებაც არაფერი სმენოდა. ბნელი დერეფნიდან კიბით ქვევით ჩავიდნენ. ისევ დერეფანი და ბნელი ოთახი გაიარეს, რომელიც უძველესი მონასტრის კრიპტა იყო. მოგზაური სიძველეების მცოდნე იყო. სიბნელეში 6 საფლავი გაარჩია, რომელსაც ჰქონდა ჯვრები და წარწერები...

გავიდა დრო, ეს ხელნაწერიც დაავიწყდათ, აღარც ის შენობა არსებობს, დრომ ყველაფერი შეცვალა. როგორც ვიდეოში ზურაბ შიოშვილი ამბობს, ბევრი ეძებეს ეს კვალი. კვალი, რომელიც ქართველი მეფეების საფლავებთან მიიყვანდათ.

თამარ მეფე

"მივაგენდით სახლს, რომლის ქვეშაც ბიზანტიური ტაძრის კრიპტა არსებობდა. თუ ეს ამბავი უტყუარია, ჩვენ ქართველ მეფეებს უნდა შევხვდეთ. შევხვდეთ იერუსალიმში.

მეცნიერებმა იცოდნენ, რომ სადღაც იერუსალიმთან, თამარ მეფის საფლავი უნდა ყოფილიყო. სწორედ თამარ მეფის საფლავის ძებნისას აღმოაჩინეს იმ დროისათვის უცნობი ქართული ტაძარი - ბირ ელკუტის ქართული მონასტერი. ამ მონასტერში აღმოჩნდა ქართული დამწერლობის უძველესი პალესტინური ნიმუშები. მართალია, ბირ ელკუტში თამარ მეფის საფლავს ვერ მიაკვლიეს, მაგრამ ჩვენ მივაკვლიეთ ადამიანს, რომელიც იმ ჩასასვლელში ჩადიოდა, სადაც ბერძნებმა თამარ მეფის გადასვენების ადგილი იპოვეს და ასევე ადასტურებენ შოთა რუსთაველის საფლავის არსებობას. მათ ზუსტადაც მიგვითითეს ადგილი, სადაც შოთას საფლავი უნდა არსებობდეს.

რომ არა ჩვენი ათ წლიანი შრომა, თქვენ არ გეცოდინებოდათ, რომ ქართველები წმინდა მიწაზე ქრისტიანობის მთავარ ხერხემალს წარმოადგენდნენ. სწორედ ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან აგებდნენ მონასტრებს, იცავდნენ ქრისტიანობას და ქმნიდნენ დამწერლობის კერებს. სწორედ ქართველები ინარჩუნებდნენ იერუსალიმის იერუსალიმობას.

იერუსალიმი

ახლა მხოლოდ ორნი ვცდილობთ დაკარგული ცნობიერება აღვადგინოთ და დავაბრუნოთ. ვეწვიეთ ფრანცისკანელთა მუზეუმის იმ საცავს, სადაც თითქმის არავის უშვებენ. ერთი მისია გვაქვს: მივაკვლიოთ უმნიშვნიშვნელოვანეს არტეფაქტს, რომლის საქართველოში დაბრუნებას ვცდილობთ. ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ისტორია საქართველოში. ერთად უნდა გავაცოცხლოთ ის, რაც ამდენი ხანი უცნობი იყო.

იერუსალიმი არის მუდმივობა.

2016 წელს იერუსუალიმის ჯვარის მონასტერში ჩვენ შევძელით ქართველთა კუთხე შეგვექმნა. ქართველებს 300 წლის დაკარგული ჰქონდათ იერუსალიმი, მაგრამ ჩვენ შევძელით ქართველები დაგვებრუნებინა იერუსალიმში" - ნათქვამია ვიდეოფილმში - "ქართული იერუსალიმი".

ვიდეოფილმი გაგრძელდება... ეს ნამდვილად საინტერესოა.

მცველები

ავტორი: ზმნა

06/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024