Logo

ეს გემრიელია

საგაზაფხულო კერძები - ვიტამინებით სავსე თეფში

საგაზაფხულო კერძები - ვიტამინებით სავსე თეფში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გაზაფხული ის დროა, ორგანიზმმა ვიტამინები ბლომად რომ უნდა მიიღოს. ამიტომ რაც მწვანეა, ხასხასა და ახალ დაკრეფილი, დაეშურეთ ყველაფერს.

ფხალეული საგაზაფხულო კერძია. მჟაუნის წვნიანის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.

მჟაუნა გაზაფხულის წვნიანის საჭირო ინგრედიენტია

მაშ ასე:

დაჭერით ხახვი და დახეხეთ სტაფილო, ქვაბში ჩაასხით 1-2 სადილის კოვზი ზეთი და დააყარეთ ხახვი და სტაფილო; როცა მოითუშება დაასხით წყალი ან წინასწარ მომზადებული ბულიონი, მაშინვე დაამატეთ საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი;

მჟაუნა


ამ დროს გარეცხეთ და დაჭერით მჟაუნა და ჩაყარეთ ქვაბში. აცალეთ 15 წუთი მაინც, რომ სიმჟავე კარგად "გამოვიდეს".
ქურია გამორთეთ და ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.
მჟაუნის წვნიანს ძალიან უხდება ბევრი მწვანილი, ამიტომ უქენით გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ წვნიანებს. მიირთვით არაჟნით.

სალათა

სალათები

ბოსტნეულები ქათამთან ან თევზთან ერთად მშვენიერი კომბინაციაა. ქათმის ფილე ჩაამარინადეთ მაწონში და სვანურ მარილში, დააყარეთ პაპრიკაც. მაცივარში დააყოვნეთ სამი-ოთხი საათი. შემდეგ შეწვით და დაჭრილ ხახვთან, მოთუშულ ფერად ბულგარულ წიწაკასთან და სტაფილოსთან, პომიდორთან, სალათის ფოთლებთან, სიმინდთან, მოხეხილ ბოლოკთან ერთად მიირთვით...

ფხალი

ჭინჭრის ფხალი

გადარჩეული (ჭინჭრის წვერები და ძირი გადავყაროთ) გარეცხილი ჭინჭარი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყლიდან დაიწრიტოს. ნიგოზი და მარილი კარგად დავნაყოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.

ავტორი: ზმნა

04/30/2026