რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აღდგომის სუფრის წარმოდგენა პასკის გარეშე საქართველოში თითქმის შეუძლებელია. წითელ კვერცხებთან ერთად, ეს ტკბილი, სურნელოვანი პური დღესასწაულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა.
პასკის ისტორია მხოლოდ ერთი ნამცხვრის ისტორია არ არის. პასკის გამოცხობის ტრადიციას, ღრმა რელიგიური და კულტურული ფესვები აქვს.

ეს არის ტრადიცია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გააერთიანა რელიგიური სიმბოლიკა, ოჯახური რიტუალი და დღესასწაულის გემო.
სახელწოდება „პასკა“ თავად აღდგომის სახელთანაა დაკავშირებული. აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში აღდგომას „პასქა“ ეწოდება... სწორედ ამ სახელიდან მოდის სააღდგომო პურის სახელიც.
ისტორიულად, ასეთი ტიპის სადღესასწაულო პური განსაკუთრებით იმ ქვეყნებში იყო გავრცელებული, რომლებიც ბიზანტიურ და მართლმადიდებლურ სამყაროს უკავშირდებოდნენ.

ეთნოგრაფიული და საეკლესიო წყაროების მიხედვით, აღდგომის ღვთისმსახურებასთან პასკა დიდი ხანია არის დაკავშირებული.
უკრაინულ ტრადიციაში, პასკებს, სხვა სააღდგომო პროდუქტებთან ერთად, ეკლესიაში აკურთხებდნენ... მართლმადიდებლურ სამყაროში კი გავრცელებული იყო და დღესაც არსებობს ჩვეულება, რომ მორწმუნეებს ტაძარში მიაქვთ სააღდგომო კალათა კვერცხით, ყველით, ხორცითა და სადღესასწაულო პურით.
პასკის ფორმა და რეცეპტი რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ზოგან ის მაღალი, ცილინდრული ფორმისაა, ზოგან მრგვალი ან დაწნული... მაგრამ შინაარსი ყველგან უცვლელია - პასკა განსაკუთრებული პურია, რომელიც მზადდება არა ყოველდღიურობისთვის, არამედ დიდი დღესასწაულისთვის.

საქართველოში პასკას ზოგან ხატისპურს ეძახიან. იგი დღეს წითლად შეღებილ კვერცხებთან ერთად, აღდგომის სუფრის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად მიიჩნევა და სიხარულს, სიუხვეს და მარხვის დასრულებას უკავშირდება.
04/10/2026