Logo

ეს გემრიელია

საიდუმლო სასმელი, რომელიც ერთ ღამეში ფეხზე დაგაყენებთ!

საიდუმლო სასმელი, რომელიც ერთ ღამეში ფეხზე დაგაყენებთ!

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჩვენი წინაპრები ბუნებას რომ კარგად იცნობდნენ და მისგან საუკეთესოს მიღება ჩვენზე უკეთ შეეძლოთ, უცხო არავისთვისაა.
"ძალის ელექსირი" - ასე მოიხსენიებდნენ სასმელს, რომლის რეცეპტსაც მინერალოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს.

"ბავშვობაში ბებია ამას „ძალის ელექსირს“ ეძახდა, ახლა კი თავად ვამზადებ, როცა ვგრძნობ, რომ ენერგია ნულზეა. მინიმალური ინგრედიენტები - მაქსიმალური ეფექტი!

ელექსირი

ინგრედიენტები:
მინერალური წყალი (ბაზა)
ლიმონი (ვიტამინების მუხტი)
ჟოლოს მურაბა (სულისთვის და სიცხის დასაწევად)
თაფლი (ბუნებრივი ანტიბიოტიკი)
საიდუმლო ინგრედიენტი (მათთვის, ვინც 18+ არის) - 50 მლ „გამათბობელი“ სასმელი.


ავურიოთ, შევათბოთ, მაგრამ არ ავადუღოთ! ვსვამთ ცხელს, ვეხვევით პლედში და ვნახულობთ სიზმრებს. დილით ახალივით იქნებით! “

ელექსირი

საჭირო ინგრედიენტები:
მინერალური წყალი: 200-250 მლ.
ლიმონი: ნახევარი ლიმონის წვენი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი).
ჟოლოს მურაბა: 1-2 სუფრის კოვზი (გემოვნებით).
თაფლი: 1-2 ჩაის კოვზი.
სპირტიანი სასმელი (18+): 30-50 მლ (არაყი, კონიაკი ან რომი).
მომზადების წესი:
გაცხელება: ჩაასხით მინერალური წყალი ქვაბში და შეათბეთ 60-70 გრადუსამდე. მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ ადუღდეს, რათა თაფლმა და ლიმონმა სამკურნალო თვისებები არ დაკარგონ.

ელექსირი


შერევა: თბილ წყალში ჯერ გახსენით ჟოლოს მურაბა და თაფლი, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი.


დასრულება: თუ ამატებთ ალკოჰოლს, ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ჩაასხით იგი სასმელში და კარგად მოურიეთ.

ავტორი: ზმნა

03/11/2026