Logo

"საქართველო გადაიქცევა მარტოდ დარჩენილი მოხუცი მშობლების ქვეყნად" - ემიგრანტი ლაშა შაყულაშვილი

"საქართველო გადაიქცევა მარტოდ დარჩენილი მოხუცი მშობლების ქვეყნად" - ემიგრანტი ლაშა შაყულაშვილი

01/30/2026

ტექსტის ზომა

ისრაელში მცხოვრები ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი, სოციალურ ქსელში, ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ახალ კანონპროექტთა სერიას ეხმიანება.

"მე, ახალგაზრდა მეცნიერმა, თავი რომ გავიტანო და ამისათვის უცხოელმა ექსკურსიაზე 100 ლარი მომცეს, აგერ, იმ ას ლარს თუ მთავრობას არ შევუთანხმებ და იმ პერიოდში მთავრობას რაიმეზე გავაკრიტიკებ, ახალი კანონპროექტით, 6 წლამდე ციხე მემუქრება.

სამაგიეროდ, ჩვენს სამშობლოში, ჩამოსახლებულმა რუსებმა ყველა სფერო გადაიბარეს. ტურიზმი, ციფრული ტექნოლოგიები, მეყვავილეობა, ფოტოგრაფია, სულო და გულო. მძღოლები და მზარეულებიც კი თავიანთი ჰყავთ. მაგათ არავინ შეამოწმებს. მაგათი რუსული პასპორტი, ჩვენს ქვეყანაში, მეტის უფლებას აძლევთ. აგენტებად ჩვენ გვაცხადებენ, მაგათ - არა.

ტურიზმი ან რაიმე მცირე ბიზნესი რას აპირებთ? ამგვარ პირობებში რომელი პერსპექტიული ახალგაზრდა დარჩება ან დაბრუნდება?

საქართველო გადაიქცევა მარტოდ დარჩენილი მოხუცი მშობლების ქვეყნად, შვილებს და შვილიშვილებს რომ ტელეფონით მოეფერებიან!

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026