საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. მან ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ონლაინ ხმებით კი 96 ქულა დააგროვა.
საბავშვო ევროვიზია 2025-ის - ამ საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის მასპინძელი წელს საქართველო გახლდათ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სახელით – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი გამოვიდა. მან მესამე ადგილი დაიკავა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით კი 55 ქულა დააგროვა. მეორე ადგილას უკრაინის წარმომადგენელი გავიდა...

მაყურებელი შედეგს ეხმიანება:
"ჩვენი მაყურებლის უმოქმედობამ საქართველო მესამე ადგილზე გაიყვანა. თავისუფლად მოიგებდა ანიტა და დამსახურებულადაც."
"საფრანგეთის გოგონამ ნამდვილად დაიმსახურა გამარჯვება".
"საქართველოს ძლიერი კონკურსანტი ჰყავდა, თუმცა საფრანგეთმა გამარჯვება დაიმსახურა"...
"ანიტამ გული და სული დადო სცენაზე და იცით, რატომ ვერ გავიდა საქართველო? - მაყურებელთა აქტიურობა დააკლდა და სხვა არაფერი."
ევროვიზიის ფინალზე ნინი ბადურაშვილიც წერს:
"ნამდვილად უმაღლესი ხარისხით ჩაატარა საქართველომ საბავშვო ევროვიზია და ძალიან ღირსეულად წარდგა ანიტა. გიგა, მადლობა შენ რომ სულ ვამაყობთ ჩვენი ქვეყვნით! დღეს ნამდვილად შენი დღე იყო. გილოცავთ ყველას".

12/13/2025