Logo

საქართველოში დაბადებულმა მომღერალმა The Voice France-ის ჟიური აღაფრთოვანა

საქართველოში დაბადებულმა მომღერალმა The Voice France-ის ჟიური აღაფრთოვანა

04/17/2026

ტექსტის ზომა

მომღერალი და მსახიობი ვლადიმერ კორნეევი , ქართველი მაყურებლის ყურადღების ცენტრში, საფრანგეთის პოპულარული მუსიკალური პროექტის The Voice France-ის სცენაზე გამოსვლის შემდეგ მოექცა.

38 წლის კორნეევის შესრულება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მან ჟიურის ყველა წევრის ინტერესი დაიმსახურა. განსაკუთრებით დიდი ემოცია კი ლარა ფაბიანში გამოიწვია. ვლადიმერმა კონკურსზე სიმღერა Je suis malade შეასრულა და სწორედ ამ ნომრით მოახერხა ჟიურის წევრების მოხიბვლა.

ვლადიმერ კორნეევის ისტორიამ ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი კიდევ ერთი მიზეზით მიიპყრო. როგორც ირკვევა, ის წარმოშობით საქართველოდანაა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, კორნეევი 1987 წელს საქართველოში, კერძოდ მანგლისში - რუსულ-ქართულ ოჯახში დაიბადა, ხოლო მოგვიანებით ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა.

მუსიკალური და სამსახიობო განათლება ახალგაზრდა არტისტმა გერმანიაში მიიღო. დღეს ის ევროპულ მუსიკალურ და თეატრალურ სივრცეში უკვე საკმაოდ ცნობილია, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის მისი სახელი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „The Voice France“-ში გამოჩნდა.

Your browser does not support the video tag.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვლადიმერ კორნეევიმომღერალისაქართველოფრანგული ვოისი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026